სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედა თავის 5 წლის შვილს უღებდა ვიდეოს, კადრში კი შემთხვევით მოჩვენება დააფიქსირა

ინგლისელმა ლუიზა ვენტონმა მცირეწლოვან შვილს ვიდეო გადაუღო, სადაც შემთხვევით ქალის მოჩვენება მოხვდა.


5 წლის ბიჭუნა ეზოში ველოსიპედით სერინობდა, დედა კი სამახსოვრო ვიდეოს იღებდა. მოულოდნელად მეცხრამეტე საუკუნის შენობის ფანჯარაში იმ პერიოდის ჩაცმულობის ადამიანი გამოჩნდა, რომელიც დედა-შვილს აკვირდებოდა. ეს დაწესებულება პირველი მსოფლიო ომის დროს საავადმყოფოდ გადააკეთეს.

როგორც ვიდეოს ავტორმა აღნიშნა, მას თავდაპირველად ფანჯარაში არავინ დაუნახავს, მოჩვენება მხოლოდ მაშინ შენიშნა, როდესაც გადაღებული კადრების ყურება გადაწყვიტა. ამის შემდეგ ამ შენობის ამბით დაინტერესდა და დაცვის წევრს დაუკავშირდა, გამოჰკითხა, იმ დროს იმყოფებოდა თუ არა ვინმე შენობაში. პასუხი უარყოფითი იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100