"მისმა მზემ" რომ მას სიმღერასთან ერთად საოცარი ცეკვაც შესძლებია - ნახეთ გიორგი გილიგაშვილისა და მისი დის დუეტი

გიორგი გილიგაშვილი, რომელიც საზოგადოებამ ფრაზით "ჩემმა მზემ" გაიცნო, "პრაიმშოუს" სტუმარი კვლავ არის. ის ამჯერად გადაცემას დასთან ერთად ესტუმრა. ჯერ ნუცა გილიგაშვილთან ერთად იმღერა, შემდეგ კი საოცრად იცეკვა. ქართველი "სელებრითები" გოდერძის უღელტეხილზე ზამთრის სეზონის გახსნაზე იმყოფებოდნენ. "პრაიმშოუს" გადაცემაც კურორტზე ჩაიწერა. ვიდეოები გიორგის ზურა ხიზანიშვილმა და "ხელოვნური სუნთქვის" მსახიობმა, რუსკა ქარქაშაძემ გამოუქვეყნეს.

კომენტარი