სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თავზე წყლის გადასხმა ცნობილმა ქართველებმაც დაიწყეს

მსოფლიო მასშტაბით გამართულ აქციას Ice Bucket Challenge ცნობილი ქართველებიც შეუერთდნენ. თავზე წყალი უკვე გადაივლეს თიკო სადუნიშვილმა, კომედი შოუს მსახიობებმა გიგა ტაბიძემ და ვახო ბიჭიკაშვილმა. იგივეს გაკეთება მოუწევთ მომღერლებს ზურა ხაჩიძეს, ნინო ჩხეიძეს და ირაკლი ნოზაძესაც, ასევე ნანუკა ჟორჟოლიანს და ია ფარულავას, რომლებიც ფლეშმობში კომპოზიტორმა გელა გნოლიძემ და თიკო სადუნიშვილმა მიიწყვიეს.

ცნობისთვის Ice Bucket Challenge გახლავთ ფლეშმობი, რომლის მიზანიც არის ამიოტროფიკული სკლეროზით დაავადებული ადამიანების განკურნებისთვის თანხების შეგროვება. ფლეშმობის არსი შემდგომში მდგომარეობს: კამერის წინ ისხამთ თავზე წყალს და თან მოუწოდებთ თქვენს სამ მეგობარს გააკეთოს იგივე. აქციაში მონაწილეობა უკვე მიიღეს მსოფლიოში სახელგანთქმულმა ადამიანებმა: ბილ გეითსმა, მარკ ცუკენბერგმა, ჯენიფერ ლოპესმა, კრიშტიანუ რონალდუმ და სხვებმა.

(იხილეთ სტატიაზე მიბმული ვიდეომასალა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100