ჯენიფერ ლოპესთან შეხების შემდეგ ელენმა ხელები გაიწმინდა (ვიდეო)

ჯენიფერ ლოპესი ელენის შოუში სტუმრობისას სურდოთი იყო ავად. ინტერვიუს დროს მომღერალმა ტელეწამყვანის ხელს ხელი შეახო, რაზეც ელენს მოულოდნელი და სასაცილო რეაქცია ქონდა, მან ხელი ხელსახოცით გაიწმინდა. რის შემდეგაც ჯენიფერი სავარძლიდან წამოდგა და ტელეწამყვანის წინააღმდეგობის მიუხედავად ელენს ჩაეხუტა.

-გერმოფობი (გერმოფობია მიკრობების შიში) ხარ? - ჰკითხა ჯენიფერ ლოპესმა ელენ დეჯენერსს

- არა არ ვარ გერმოფობი. თუ კი შენთან ერთად ოთახში არის ვიღაც დაავადებული, ადამიანთა უმეტესობას ამ დროს უჩნდება სურვილი, რომ არ გადაედოს ვირუსი, და ეს არ არის გერმოფობია - უპასუხა ელენმა

- არამგონია, მაგალითად მე სხვაგვარად მოვიქცეოდი, გეტყოდი რომ ვწუხვარ შენს გამო - არ დაეთანხმა მომღერალი

კომენტარი