მერლინ მონროს ლეგენდარული happy birthday (ვიდეო)

1962 წლის 29 მაისს ამერიკის პრეზიდენტის ჯონ კენედის 46 წლის იუბილე მედისონ სქუარ გარდენში დიდი წვეულებით აღნიშნეს. წვეულებას პირველი ლედი ჟაკლინ კენედი ესწრებოდა, თუმცა მერლინს, რომელიც პრეზიდენტის საყვარელი გახლდათ თამამი ნაბიჯის გადადგმა მაინც არ გასჭირვებია.

სცენაზე ასვლა მერლინ მონრომ ითხოვა, ამბობენ ქალი შეზარხოშებული იყო.არავინ იცის მერლინის გასმოვლა წინასწარ დადგმული იყო, თუ ქალის სურვილი და ექსპრომტი. ამ დღეს უკვე იყო ჭორები, რომ მერლინი კენედის საყვარელი იყო. ამბობენ მერლინს საერთოდ არ სურდა ამ ღონისძიებაზე წასვლა, რადგან პრეზიდენტის რეპუტაცია ეჭვქვეშ დგებოდა. კენედი უარყოფდა მერლინს, თუმცა მისკენ მიილტვიდა.

მერლინს ჟან ლუისის 2500 მბზინავი, ბრილიანტის მაგვარი ქვებით მოორჭვილი კაბა ეცვა, ის იმდენად თხელი იყო, რომ მერლინს მის შიგნით არაფერი არუნდა ჩაეცვა.

დარბაზში უზარმაზარი ტორტი შემოიტანეს. მერლინი კი ხელებით და ხტუნვა ხტუნვით უხმობდა ორკესტრს მელოდია ხელახლა დაეწყოთ... იმ დღის შემდეგ მერლინი საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა. 10 დღის შემდეგ კი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში. შეგახსენებთ რომ მერლინი უიმედოდ იყო შეყვარებული პრეზიდენტზე.

კომენტარი