ცრუ "არას" ცრუ ვილა-სკანდალი

მოძრაობა „არას“ წევრ-გამხმოვანებელი, ლევან ჩიტაძე „ვირტუალურ“ მეზობლებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ შს მინისტრი ლოტკინზე ფეშენებელურ ვილას იშენებს.

ამის დამტკიცების მიზნით იგი "მაესტროს" დაუკავშირდა და ექსკლუზივს დაპირდა, მერე კი ივერთუბანში, მშენებლობის ადგილზე ერთად ავიდნენ.

მართალია, ჩიტაძეს ჯერ სიტყვით, მოგვიანებით კი (როდესაც მან მითიური ვილის მეზობლად მცხოვრებ ასაკიან კაცს, ნოდარ გიუნაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა) გიუნაშვილმა ლამის ალიყურ-ალიყურით აუხსნა, რომ ამ ვილის მეპატრონე მხატვარი მამუკა კაკაბაძეა, მაგრამ ჩიტაძე რისი ჩიტი იქნებოდა, მსგავს სიტუაციაში დაბნეულიყო: განაცხადა, რომ მეზობელს, უბრალოდ, შეეშინდა სიმართლის თქმის...

კომენტარი

×