სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სენდი" ნიუ-იორკში: პირდაპირი ეთერი და რუსი შოვინისტების კომენტარები (ვიდეო)

აშშ-ს ამჯერად მორიგი ნაზსახელიანი ქარიშხალი "სენდი" უტევს. ინტერნეტსივრცეში უამრავი რეზერვია, საიდანაც შტორმისთვის თვალყურის მიდევნება პირდაპირ ეთერშია შესაძლებელი, მაგრამ "დრონი.ჯი" ამჯერად რუსულ ინტერნეტსივრცის ერთ ერთ ბმულს გთავაზობთ "იუთუბზე", სადაც მოვლენები ასევე პირდაპირ ეთერში გადმოიცემა და, ამავე დროს, ინტერესმოკლებული არც იმ განწყობის გაცნობაა, რომელიც, ზოგადად, რუსეთში არსებობს:

весь мир с нетерпением ждёт апокалипсиса америкосов !!! давайте сосредоточимся все вместе и поддержим ураган , мы верим в тебя Сэнди ! ДАВАЙ !!!! - ეს ერთ-ერთი კომენტარია.

"ფეისბუქის" ქართველ მომხმარებლებში კი აშშ-ისა და მისი უდიდესი ქალაქის მიმართ მხარდამჭერ სტატუსებს მრავლად ნახავთ: ""სენდი" თავისუფლების ქანდაკებას უტევს, თუმცა, ცხადია, თავად თავისუფლებას ვერაფერს დააკლებს: ნიუ-იორკში კი გადაიდო გაეროს სხდომები, გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უკაცრიელია მსოფლიო მეგაპოლისის მეტროც..." - წერს ერთ-ეღტი იუზერი, სხვა კი პრაქტიკულ რჩევებს იძლევა, როგორ უნდა მოიქცეს შინ დარჩენილი შტორმის შემთხვევაში...

სრულიად აშშ "სენდის" მოლოდინშია. ნიუ-იორკში ქარიშხლის წინ ჩამოვარდნილი სიჩუმის დრო ამოიწურა და ახლა ქარიშხალი ზუზუნებს", - აღნიშნავს სხვა.

ეს კი კიდევ ერთი, ამჯერად უკვე ამერიკული პირდაპირი ეთერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100