ფემინისტი „ალ ჯაზირას“ ეთერში გაშიშვლდა (ვიდეო)

FEMEN France-ს ლიდერი ინა შევჩენკო არაბული ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ეთერში წელსზემოთ გაშიშვლდა. გოგონას თქმით, მან ეს „შუასაუკუნეების გადმონაშთების“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გააკეთა.

„ქალის სხეული თავისუფლების ინდიკატორია და როცა მე მაქვს საშუალება, გავიხადო ტანსაცმელი, ყოველთვის ვაკეთებ ამას, ისევე როგორც გავაკეთებ ახლა, არაბული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში“, - ამ სიტყვების შემდეგ შევჩენკომ მაისურის გახდა დაიწყო, თუმცა, მისი მოშიშვლებული მკერდი ეთერში არ მოხვდა, რადგან საეთერო კამერა წამყვანზე გადავიდა, რომელმაც, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ შევჩენკო წელსზემოთ შიშველი იჯდა.

წამყვანმა დაამატა, რომ მსგავსი კადრების ჩვენება ამ ტელევიზიით მიუღებელია და განაცხადა, რომ სტუმართან საუბარი მხოლოდ მას შემდეგ გაგრძელდება, რაც ის მაისურს ჩაიცვამს.

შენიშვნა: მასალას თან ერთვის გადაცემის ჩანაწერი, მაისურის გახდის ფაქტი კი 26-ე წუთზეა დაფიქსირებული.

კომენტარი