ნორვეგიაში ექსტრემალი 1200 მეტრიდან ვარდნის შემდეგ გადარჩა (ვიდეო)

ნორვეგიაში მამაკაცი მონაწილეობას იღებდა რეალითი შოუში, რომელიც ექსტრემალთა ცხოვრებას ეხებოდა. ეს უკანასკნელი 1200 მეტრის სიმაღლეზე გარკვეულ ტრიუკებს აკეთებდა, შედეგად კი ძელი მოწყდა და მამაკაცი აღნიშნული სიმაღლიდან გადავარდა.

რიკარდ ჰენრიქსონი ექსტრემის სიყვარულით გამოირჩევა, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაში ამ შემთხვევამდე არსდროს არ აღმოჩენილა. ვარდნის შედეგად მან ორივე ფეხი მოიტეხა და სხეულზე კიდევ რამდენიმე დაზიანება აქვს. მიუხადავად ამისა, იგი გადარჩა და ამ შემთხვევაზე კომენტარსაც კი აკეთებს: „ვარდნისას ძირს ფეხებით დავეშვი. პირიქით რომ მომხდარიყო, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი“.

კომენტარი