ჩინელმა საკუთარი თავი ფოსტით გაგზავნა

ჩუნცინის მცხოვრებმა საყვარელი ადამიანისთვის „იდეალური“ საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა.

მამაკაცმა საკუთარი თავი გიგანტურ ყუთში „შეფუთა“ და კურიერის მეშვეობით საყვარელი ქალბატონისკენ „გაემგზავრა“. გზავნილი გოგონას სამუშაო ადგილზე ნახევარი საათის შემდეგ უნდა მიეტანათ, მაგრამ გაურკვევლობამ გეგემების ცვლილება გამოიწვია. საჩუქარი დანიშნულების ადგილზე სამი საათის შემდეგ მიიტანეს.

როცა მამაკაცი ქალბატონის სამუშაო ადგილზე მიიყვანეს, იგი ცუდად გახდა. მიზეზი გასაგებია, ყოველივე ჰაერის ნაკლებობამ გამოიწვია. მართალია მამაკაცი ყუთიდან ამოვიდა, მაგრამ ამის შემდეგ მას ექიმების დახმარება დასჭირდა. როგორც აღმოჩნდა, იგი ყუთის გაჭრას შიგნით ჰაერის შესაშვებად ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

საყვარელი ადამიანის საჩუქარმა ქალბატონი გააოგნა, მაგრამ, მან რეაგირება ვერ მოასწრო, რადგან მამაკაცი მომენტალურად ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების დანაყოფის გამოძახება გახდა აუცილებელი.

კომენტარი