სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოჩვენებების ყველაზე ცნობილი და საშიში სურათები (ფოტო)

ადამიანების უმრავლესობას მოჩვენებების არსებობის არ სჯერა. მაგრამ რა უნდა გააკეთო მაშინ, როცა პირისპირ მოგიწევთ მათთან შეჯახება? შესაძლოა ფოტოები რომლებსაც „დრონი.ჯი“ გთავაზობთ უბრალოდ მონტაჟია, მაგრამ მოჩვენებები საკმაოდ რეალურად გამოიყურებიან.

ტეხასის შტატი, სან–ანტონიო – ამ ქალაქში საკმაოდ შემაძრწუნებელი ლეგენდა არსებობს. ამბობენ, რომ ქალაქის სამხრეთით, გზატკეცილზე მოკლეს ბავშვები და ეს მოჩვენებები დღემდე დაიარებიან ამ გზატკეცილზე.

„ლედი ბრაუნი“ – მოჩვენება დოროთი, რომლის მეუღლეც ჩარლზ ტაუნშედი გახლდათ. როგორც ნობილია ქალბატონი გარდაიცვალა და დაიკრძალა 1726 წელს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ჩარლზმა მოღალატე მეუღლე სახლის ფარულ ოთახში ჩაკეტა და იგი მრავალი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ქალბატონის სული კი ამ სახლში დღემდე არსებობს.

სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის უკანასკნელი ამოსუნთქვა – კადრში ამავდროულად სამი მბრწყინავი ბურთიც მოხვდა. ადამიანების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ეს გარდაცვლილის სული გახლავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100