სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოტო-ველო სექსუალობა და ტრავმირებული ბაიკერი

დრონი.ჯი ( 05.06.2012) „ntstudio.ru"-ზე დაყრდნობით უკვე იუწყებოდა, რომ ველოსიპედით გატაცებამ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური შეგრძნებების ცვლილებები. სპეციალისტები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ მაცდური ველოსიპედი იმგვარად არის მოწყობილი, რომ მისი დამღუპველი ზემოქმედების ქვეშ ექცევიან ქალის ყველაზე ფაქიზი ორგანოები და, დროთა განმავლობაში, ველოსიპედის საჯდომთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად, ფიზიკურად და, რაც მთავარია, გინეკოლოგიურად ჯანმრთელი გოგონები კარგავენ ინტიმური მგრძნობელობის უნარს. საქმე ის გახლავთ, რომ გოგონების დიდი ნაწილი ველოსიპედს სწორედ ამ შეგრძნების მიღების გამო სწყალობს და თავდაპირველად ასეც ხდება, მაგრამ შემდგომში თანდათანობით ბლაგვდება ეს შეგრძნება და დადის სრულ უგრძნობელობამდე.

მაშასადამე ეს ამბები კარგად არის ცნობილი სპორტისა და გართობის მოყვარულთათვის, მაგრამ ის, რაც მამრობითი სქესის წარმომადგენელს შეემთხვა, ველოსიპედთან ახლო მდგომ ტრანსპორტთან მიმართებაში, ნამდვილ სენსაციად იქცა: ამერიკელმა ბაიკერმა, თავისი მოტოციკლის გამო, უკვე 2 წელია ერექცია ვერ მოიცილა!

ყოველივეს იგი, ქალების ველოსიპედისა არ იყოს, აბრალებს მოტოციკლის საჯდომს. ფიზიკური ზიანი მას 1993 წელს შექმნილმა გერმანულმა მოტოციკლმა მიაყენა, რომელსაც ჰქონდა „Corbin-Pacific" -ის საჯდომი. ერექცია დაეწყო 20 თვის წინ, 4-საათიანი მოგზაურობის შემდეგ და აგერ უკვე ორი წელი ხდება, პერმანენტულად გრძელდება ასეთი მდგომარეობა.

მედიცინაში ეს პათოლოგია ცნობილია პრიაპიზმის სახელით - მითოლოგიური ნაყოფიერების ღმერთის, პრიაპის სახელის მიხედვით, რომელსაც ასო მუდმივად ერეგირებულ მდგომარეობაში ჰქონდა. ის ღმერთი იყო და უძლებდა, ხოლო, რადგან ადამიანისთვის მსგავსი პათოლოგია ძნელად გადასატანია, კალიფორნიელი ბაიკერი თავისი ზიანისათვის კომპენსაციას ითხოვს ბავარიის კომპანიისაგან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100