სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელი ქალების უანგარო სიკეთე 30 წლის განმავლობაში

დასავლეთ ტენესიში, ლეგენდარული ელვის პრესლის გრეისლენდის სიახლოვეს, შუაღამის ბნელი ფარდის მიღმა იკრიბება „ცხრა კეთილი ბებია", როგორც ისინი ეძახიან საკუთარ თავს.

დილის 4 საათზე იწყება მათი საქმეეები, საქმეები, რომელთა შესახებაც მათმა ქმრებმა არ იცოდნენ 30 წლის განმავლობაში; იკრიბებიან ერთადერთი მიზნით - აჩუქონ ადამიანებს ბედნიერება.

ერთი ცრის ფქვილს, მეორე - რეცხავს კვერცხებს - იმისდა მიხედვით, თუ რა არის გამოსაცხობი. შემდეგ, სამი საათის მანძილზე დები (როგორც ისინი ეძახიან ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, ვინაობის აღმნიშვნელად თუ რა უწერიათ დაბადების მოწმობაში) აცხობენ ასობით ხილის კექსს. ეს არის მათი წვლილი ღარიბების დახმარებაში. შემდეგ, ყველასაგან შეუმჩნევლად უბრუნდებიან ჩვეულებრივ ცხოვრებას. ერთადერთი, რაც მათ ღამის თავგადასავლებს ამხელს, ვანილის და ლიმონის ღვთაებრივი სურნელებაა, რომელიც სამზარეულოში რჩება.

თვით საკურიერო სამსახურის მძღოლმაც კი, რომელსაც ჯერზე ასი გზავნლი მიაქვს, არ იცის, რით არიან ეს ხნიერი ბებიები - 65-დან 72 წლამდე ასაკისანი - დაკავებულნი; ვერ ხვდება, რომ თვითონაც იმ გენერალური გეგმის ნაწილია, რომელიც ბებიებმა 35 წლის წინ ჩაიფიქრეს.

აი, რას ჰყვებიან ისინი იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი:

„ვუსხედით ერთხელ მაგიდას და ვიხსენებდით ჩვენს ბებია-ბაბუებს, როგორ ეხმარებოდნენ ისინი ყველას. როდესაც ბებია რუთი ამოიკითხავდა გაზეთში ვიღაცის სიკვდილის ამბავს, ის აუცილებლად გამოაცხობდა თავის საფირმო ხილის კექსს და გაუგზავნიდა ჭირისუფალს; იგი ზოგჯერ სულ არ იცნობდა გარდაცვლილს, მაგრამ უნდოდა, მის ახლობლებს ცოტათი შვება ეგრძნოთ და გაეღიმათ.

აი, მაშინ ჩვენ დავფიქრდით, თუ რა შეიძლებოდა მოგვეფიქრებინა, რომ ცოტათი მაინც დავმგვანებოდით წინაპრებს; ჩვენ რომ მილიონი დოლარი გვქონოდა, რა საქმეში დავხარჯავდით?"

იმსჯელეს და გაანდეს ერთმანეთს ნაფიქრალი: ერთმა დამ შემოიტანა წინადადება, აღარ წაეღოთ თეთრეული სამრეცხაოში და დაზოგილი თანხებით რამე კარგი ეკეთებინათ. ასე გაჩნდა გამონთავისუფლებული 400 დოლარი თვეში. მეუღლეები ვერც კი ხვდებოდნენ - პერანგები ხომ კვლავინდებურად სუფთები ეცვათ.

შემდეგ ქალებმა დაიწყეს უცხოთა საუბრების მოსმენები, აფთიაქში იქნებოდა ეს თუ სასურსათო მაღაზიებში: გაიგებდნენ ვინმე ქვრივის ან მარტოხელა დედის შესახენ და იწყებდნენ ფარულ დახმარებას - 9 ბებია მათ ნაცვლად ანონიმურად იხდიდა კომუნალურ გადასახადს ან მათი ბავშვებისთვის ყიდულობდა ტანსაცმელს; იგებდნენ მარტოხელა ადამიანის მისამართს და უგზავნიდნენ ამანათს, სადაც იდო ბარათი წარწერით: „თქვენ უყვარხართ". ამანათში აუცილებლად იდო ბებია რუთის რეცეპტით გამომცხვარი ხილის კექსი.

რაც უფრო მეტ ადამიანს ეხმარებოდნენ, მით უფრო თამამდებოდნენ.

გაუვლიდნენ ხოლმე ღარიბთა კვარტალებს და მოინიშნავდნენ ბინებს ფანჯრებზე დადგმული ვენტილატორით, რითაც ხვდებოდნენ, რომ ბინების პატრონებს არ ჰქონდათ კონდიციონერის ყიდვის საშუალება; ან გვიან საღამოს არ ენთოთ სინათლე - ესე იგი დენი გაუთიშეს გადაუხდელობის გამო. იმ საღამოსვე უტოვებდნენ იმ ოჯახს ამანათ-საჩუქარს...

და ასე გაგრძელდებოდა დიდხანს ფარულად, რომ ერთ-ერთი ბებიის ქმარს არ შეემჩნია ხუთი წლის წინ მათ საოჯახო მანქანაზე ზედმეტი კილომეტრაჟი და შემნახველი სალაროს ანგარიშიდან გამქრალი თანხები.

დები იძულებულნი გახდნენ გამომტყდარიყვნენ - ადგნენ და ყველაფერი მოუყვნენ ქმრებს . და აი, აქ მოხდა საკვირველება - ქმრებმა გადაწყვიტეს მათი დახმარება. თან უკვირდათ, როგორ შეძლეს ქალებმა ამდენ ხანს საიდუმლოს შენახვა.

მერე ერთად გადაწყვიტეს, შვილებისთვისაც გაენდოთ ეს ამბები და საბედნიერო მოვლენები სულმთლად ფართოდ გაიშალა: ბავშვებმა ურჩიეს მათ, ბებია რუთის ხილის კექსები გაეყიდათ ინტერნეტში და აღებული ფულით კიდევ უფრო მეტ ხალხს დახმარებოდნენ. სულ მალე შეკვეთების რიცხვმა დღეში ასს გადააჭარბა.

ბებიებმა შეწყვიტეს კექსის სახლში ცხობა და გადავიდნენ რესტორნის სამზარეულოში, რომელიც ერთ-ერთი ბებიის შვილის საკუთრება იყო. ისინი სამზარეულოში საქმიანობდნენ უთენია, პერსონალის გამოჩენამდე; შემდეგ მათ დაიქირავეს მომსმენიც, რომელსაც შეეძლო დასახმარებელი ხალხის შესახებ ახალი ინფორმაციები მოეტანა მათთვის.

მათი ბოლო სასიკეთო საქმე იყო შინაური ძალმომრეობის მსხვერპლ ქალთათვის 5 ათას დოლარზე მეტის საღირალი საწოლის თეთრეულის - ბალიშების და პირადი ჰიგიენის ნივთების გაგზავნა; დააარსეს ბედნიერების ერთთვიური - ყოველი შტატიდან თითო კაცს ირჩევენ, ვინც რაღაც კარგი ჩაიდინა და მას სუვენირებს უგზავნიან მადლიერების წერილებით.

ხომ ვერ დაიწყეს საქმე მილიონით, რომელზეც ოცნებობდნენ - სამაგიეროდ 35 წლის მანძილზე მათ 900 ათასი დოლარი დახარჯეს გარშემო მყოფი ადამიანების ბედნიერებისათვის.

ინკოგნიტოდ კეთილისმყოფელობას მაინც ვერ გადაეჩვივნენ - აიღებენ ზოგჯერ ტელეფონის წიგნს და უცნობ ადამიანებს უგზავნიან ბებია რუთის ხილის კექსს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100