სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალდაბადებულმა ჩვილმა 12 საათი გაყინულ მორგში გაატარა და... გადარჩა (ვიდეო)

არგენტინაში მომხდარ შემთხვევას ერთხმად უწოდებენ სასწაულს როგორც მედიკოსები, ასევე მოქალაქეები, რომლებმაც მომხდარის შესახებ შეიტყვეს, იმ ვიდეომ კი, სადაც მოვლენის ამსახველი სიუჟეტია ჩაწერილი, უკვე თითქმის მთელი მსოფლიოს ინტერნეტსივრცე მოიარა.

საქმე ის გახლავთ, რომ ექიმებმა სიცოცხლისუუნაროდ მიიჩნიეს ახალშობილი გოგონა, რომელიც ფიზიოლოგიური წესით იმშობიარა დედამისმა. ბავშვი სიცოცხლის არანაირ ნიშანწყალს არ ამჟღავნებდა, რის შემდეგაც სანიტრებმა იგი მორგში გადაიყვანეს, ჩათვალეს რა, რომ უკვე ცხედარი გადაჰქონდათ, ხოლო დედას აცნობეს, რომ მკვდრადშობილი გოგონა ეყოლა.

დამწუხრებულმა დედამ საავადმყოფოდან წასვლის წინ მოინდომა, ჩვილის ცხედარი გადაეღო და ძალიან გაოცდა, როცა აღმოაჩინა, რომ მორგის დაკეტილ კარს მიღმა სუსტად ისმოდა... ბავშვის ტირილი.

ექიმებმა სასწრაფოდ გახსნეს მორგის კარი, სადაც ტემპერატურა ნულ გრადუსზე დაბალი იყო და აღმოაჩინეს, რომ გოგონა ცოცხალი იყო და ტიროდა, რის შემდეგაც სასწრაფოდ შეუდგნენ მის რეაბილიტაციას. ამ დროისთვის ახალშობილი თავს კარგად გრძნობს, ხოლო დედა აცხადებს, რომ ეს ნამდვილი ღვთიური საჩუქარია...

წყარო და ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100