სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მანამდე გირტყამ, სანამ სულს არ გააფრთხობინებ!..“ (ვიდეო)

რუსული ინტერნეტსივრცე შოკირებულია კიდევ ერთი სასტიკი ვიდეორგოლის გამო, სადაც სკოლის მოსწავლე გოგონების ჯგუფური ჩხუბია აღბეჭდილი. განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია გოგონამ, რომელიც აგრესიის ობიექტს ასე მიმართავს: „მანამდე გირტყამ, სანამ სულს არ გააფრთხობინებ!..“

ინციდენტი ქალაქ გუსევში, ჯერ კიდევ საგაზაფხულო არდადეგების დროს მოხდა, თუმცა, ვიდეო მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და მომხდარი ფაქტი საყოველთაო განხილვის საგანი მხოლოდ ამის შემდეგ გახდა. ქალაქის მე-3 საშუალო სკოლის მოსწავლე ლენა სუხორუკოვა მეგობარ გოგონასთან და ორ ბიჭთან ერთად სეირნობდა, შემდეგ კი მათ სხვა სკოლის მოსწავლე, დარია შეუერთდა. სწორედ დარიამ სცემა სასტიკად ლენა, ამ უკანასკნელის მეგობრებმა კი მოჩხუბრები არათუ არ გააშველეს, პირიქით, დარიას მხარე დაიჭირეს, ხოლო ბიჭებმა ჩხუბის გადაღება დაიწყეს და შიგადაშიგ კომენტარებსაც ურთავდნენ - დარიას სთხოვდნენ, ლენა მთლად სასიკვდილოდ არ ეცემა, თუმცა, გაავებული გოგონას დაოკება თითქმის შეუძლებებლი გახდა. მოსწავლეები ამბობენ, რომ ლენამ დაშას „ბოზი“ უწოდა, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან აგრესია მოჰყვა, თუმცა, ლენა სუხორუკოვას ოჯახში ამ ვერსიას უარყოფენ.

საბოლოოდ, ლენამ თავდამსხმელებისგან გაქცევა მოახერხა, თუმცა, ცემისგან მიყენებულ წყლულებს ამ დრომდე იშუშებს. რაც ყველაზე საინტერესოა, პოლიციამ ჯგუფური ჩხუბის ამსახველი ვიდეოს მიხედვით საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მოსწავლეები სრულწლოვანები არ არიან. როგორც ადგილობრივი პოლიციის ვებ-გვერდზეა განმარტებული, ძალოვნები ამ შემთხვევაში მხოლოდ ახსნა-განმარტებითი საუბრებით შემოიფარგლებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100