19 მარტს, საღამოს, მთვარის დედამიწასთან მოახლოება კატასტროფებს გამოიწვევს

19 მარტს მთვარე დედამიწას 1992 წლის შემდეგ, პირველად, ყველაზე მეტად მოუახლოვდა. დედამიწიდან მისი ბუნებრივი თანამგზავრი 356,5 ათას კილომეტრის სიშორეზე იყო.

მეცნიერების მტკიცებით, მოვლენა, რომელსაც ასტროფიზიკოსები და ფოტოგრაფები 19 წელი ელოდნენ, მსოფლიოს ბუნებრივი კატასტროფით ემუქრება.

აღნიშნული მოვლენა წინათ 1955, 1974, 1992 და 2005 წელს დაფიქსირდა. სწორედ ამ წლებში მეტეოროლოგებმა დააფიქსირეს ექსტრემალური ამინდები, რომელმაც უმრავი მასშტაბური უბედურება გამოიწვია.

ასტროლოგ-სკეპტიკოსოს პიტ უილერის თქმით, დედამიწის აღსასრულის ლოდინი ჯერ ადრეა. "მიწისძვრები, ვულკანის ამოფრქვევები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ არა ხშირად.

ასტროლოგ დევიდ რენეკეს მტკიცებით, კონსპიროლოგიის მოყვარულებს მიეცემათ შანსი უბედური შემთხვევის რომელიმე თარიღთან დაკავშირების და ამაში სავსე მთვარეობასთან დადანაშაულების. "თუკი თქვენ თავს ძალს დაატანთ, ნებისმიერ კატასტროფას დაუკავშირებთ ციურ სხეულებს - კომეტებს, პლანეტებს, მზეს", -განაცხადა რენეკმა.

კომენტარი