სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშკარა და დაუჯერებელი: ჩინელს მეხი ორჯერ დაეცა და... გადარჩა (ვიდეო)

ეს დაუჯერებელი ვიდეო ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო და ინტერნეტში გამოქვეყნების შემდეგ, დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. კადრებში ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გადარჩა მას შემდეგ, რაც რამდენიმეწამიან მონაკვეთში ზედიზედ ორჯერ დაეცა მეხი.

მას შემდეგ, რაც მამაკაცს პირველად დაეცა მეხი, ის გაუნძრევლად იწვა სველ ასფალტზე, მის სხეულს კი ორთქლი ასდიოდა, ხოლო მეხის დაცემის ადგილას ასფალტი გაშავდა. კადრების ნახვისას არცთუ უსაფუძვლოდ დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ დიდი ტრაგედიის მოწმე გახდით, მაგრამ... მამაკაცი ჯერ ფეხებს არხევს, მერე წამოჯდება, დგება და სირბილით მიჰყვება გზას, მაგრამ თითქოს ჯინაზე, ელვის „მათრახი“ მას მეორედაც ეწევა. მამაკაცი ისევ ეცემა და... ისევ დგება!

ბევრმა ჩათვალა, რომ საქმე ჰქონდა დამონტაჟებულ კადრებთან, მაგრამ სპეციალისტებმა, რომლებმაც ჩანაწერი შეისწავლეს, სიყალბე ვერ აღმოაჩინეს. მედიკოსებმა კი განაცხადეს, რომ მსოფლიოში მეხის დარტყმით 700 000 ადამიანიდან მხოლოდ ერთი იღუპება და თუკი ამ ყმაწვილს გულის პრობლემა არ ჰქონდა, მას შეეძლო, მესამე დარტყმაც გადაეტანა...

ვიდეო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100