სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოცურავემ რჩეულ ქალთან კვარცხლბეკი არადანიშნულებისამებრ გამოიყენა (ვიდეო)

ამერიკელმა მოცურავემ – მეტ გრევერსმა მისურიში ჩატარებული შეჯიბრება მოიგო. ოქროს მედალი მას მეგობარმა ქალმა ენი ჩანდლერმა გადასცა, რომელიც იმავე, ქალების გუნდის მოცურავეა, რომელშიც მეტი ირიცხება.

ყველასთვის მოულოდნელად, კვარცხლბეკზე მდგარმა სპორტსმენმა ქვემოთ ჩაინაცვლა, კვარცხლბეკზე რჩეული ქალი დააყენა, დაიჩოქა, საგულდაგულოდ გადამალული ბეჭედი დააძრო და მაყურებლების აპლოდისმენტების თანხლებით ქალს ხელი სთხოვა.

მართალია, ენი დათანხმდა, მაგრამ მისთვის ეს ყველაფერი იმდენად დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა, რომ წონასწორობის დაცვაც გაუჭირდა და კვარცხლბეკზე ჩაიკეცა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100