კურიოზული ფოტოები: ძაღლი, რომელმაც ვეფხვს „უკადრებელი აკადრა“

ეს ფოტო ერთ–ერთ უცხოურ ზოოპარკშია გადაღებული. დრო და ადგილი მითითებული არ არის, მაგრამ კურიოზული ფოტოების საერთო რეიტინგი რომ არსებობდეს, ეს ფოტო, ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე რეიტინგული იქნებოდა:

ძაღლმა, რომელიც, სავარაუდოდ, ზოოპარკში წასულ პატრონს ახლდა თან, ვეფხვის ვოლიერში შეაღწია და მრისხანე მტაცებელს მიადგა. როგორც ცნობილია, ვეფხვი კატისებრთა ოჯახიდანაა, მაგრამ ძაღლს ყეფაში და მტრული დამოკიდებულების გამოვლენაში დრო არ დაუკარგავს: პირდაპირ „საქმეს“ შეუდგა.

როგორც ფოტოზე ჩანს, მის „სექსუალურ“ ახირებას ვეფხვი საკმაოდ მშვიდად შეხვდა, თუმცა, ცნობილი არ არის, როგორ განვითარდა მოვლენები ამ ფოტოს გადაღების შემდეგ...

კომენტარი