სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ესპანეთის კარდინალის ძმისშვილი ბიძისადმი პროტესტის ნიშნად გაშიშვლდა

როგორც გამოცემა the age იტყობინება, ესპანეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ძმისშვილი ბიძისადმი პროტესტის ნიშნად გაშიშვლდა და ფოტოსესიის დროს პოზირებაც დაიწყო.

მაგდალინა რუკო ნერნანდესმა პოპულარული ესპანური ტაბლოიდის – Interviu-ს ფოტოსესიისთვის გაიხადა და ეს საქციელი იმით ახსნა, რომ სურს ბიძა იმ პირმოთნეობისთვის ამხილოს, რასაც ის მაგდალენას მამის დაღუპვის შემდეგ იჩენს.

ესპანეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაური და მადრიდის არქიეპისკოპოსი ანტონიო მარია რუკა ვარელა, ამავე დროს, რომის პაპის პირადი მეგობარიც გახლავთ.

27 წლის მაგდალინასგან, რომელიც ორი შვილის დედაა და ხშირადაც დადიოდა ეკლესიაში, მსგავს საქციელს არავინ ელოდა.

„ბიძაჩემი მუდმივად იმეორებს, რომ ოჯახი წიდათაწმინდაა და მას პატივი უნდა სცეს ყველამ, თვითონ კი სრულიად საპირისპიროდ იქცევა. როცა მამაჩემი გარდაიცვალა, კარდინალი არც დაკრძალვაზე მოსულა და მეტიც: არც ყვავილები გამოუგზავნია, არც დედაჩემისთვის მიუსამძიმრებია და არც დაურეკავს...“

72 წლის კარდინალი ცნობილია თავისი შეუწყნარებლობით ისეთი ინიციატივების მიმართ, როგორიცაა გეი–აღლუმების ჩატარება და განქორწინების გამარტივება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100