სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 თვის რუს გოგონას მკერდი გაეზარდა და მენსტრუალური ციკლი დაეწყო (ვიდეო)

7 თვის ასაკის მილენა თანატოლებისგან ვიზუალურად დიდად არაფრით განსხვავდებოდა, თუ არ ჩავთვლით ერთ ფაქტორს: მისი სხეულის განვითარებას ბევრად წინ უსწრებდა სექსუალური მომწიფება, რის შედეგადაც უკვე 7 თვის გოგონას მკერდი გაეზარდა, ბოქვენზე თმები გაუჩნდა და მენსტრუალური ციკლიც დაეწყო.

მედიცინაში მსგავსი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია, უფრო პირიქით ხდება - როცა გოგონა იზრდება, მისი სხეულის სექსუალური განვითარება კი ბევრად ჩამორჩება ასაკს. საქართველოშიც ყოფილა შემთხვევები, როცა სრულწლოვანი ქალი გათხოვილა და აღმოჩენილა, რომ მისი სხეული სექსუალურად განუვითარებელი და სადღაც, 5-6 წლის ასაკის გოგონას განვითარების დონეზე ყოფილა დარჩენილი.

დავუბრუნდეთ მილენას: უცნაური გადახრა ბავშვის დედამ ჯერ კიდევ მაშინ აღმოაჩინა, როცა მილენა 3 თვის იყო. ჩვილი მან მაშინვე სპეციალისტებთან მიიყვანა, რომლებიც პირველ რიგში, იმით დაინტერესდნენ, ხომ არ უცემიათ ბავშვი ოჯახის წევრებს, რაზეც უარი მიიღეს. ექიმებისთვის დღემდე გამოცანად რჩება, როგორ გახდა 7 თვის ჩვილი „ზრდასრული ქალი“, მით უმეტეს, რომ იგი დაბადებიდანვე აბსოლუტურად ჯანმრთელ ახალშობილად მიიჩნეოდა?

მაგრამ ფაქტი სახეზე იყო და მშობლებსაც იმის გარდა არაფერი დარჩენოდათ, რომ პატარა მილენას ჯანმრთელობაზე ეზრუნათ. მედიკოსებმა ისიც უთხრეს, რომ მსგავსი შემთხვევა მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე წლის წინ, აშშ-ში მოხდა, ოღონდ იქ ანალოგიური პრობლემა 5 წლის გოგონას აღმოაჩნდა. სხვათა შორის, „დრონი.ჯი“ სულ ცოტა ხნის წინ წერდა კიდევ ერთ უნიკალურ შემთხვევაზე მსოფლიო მედიცინის ისტორიაში, როცა 5 წლის გოგონა დაფეხმძიმდა, შვილიც გააჩინა და ბავშვი 10 წლამდე ისე იზრდებოდა, რომ მას დედამისი ღვიძლი და ეგონა...

„დრონი.ჯი“ გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც „ლაიფნიუსმა“ მილენაზე მოამზადა. ის ეთერში 2011 წლის ზაფხულში გავიდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდით, რა ბედი ეწია მილენას და რუსული და უცხოური მედიის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით გავარკვიეთ, რომ მისი მკურნალობა სპეციალური პრეპარატებით, რომლებიც ახშობენ ჰპრმონების ზრდას, ასე თუ ისე, წარმატებით მიმდინარეობს. ის ახლა წლისა და 7 თვისაა, მშობლებმა გაყიდეს საცხოვრებელი სახლი, სხვადასხვა გზით მოაგროვეს შემოწირულობა და გოგონას ისრაელში მკურნალობენ - ერთი ეგაა, რომ მკურნალობა მინიმუმ, 7 წლის ასაკამდე უნდა გაგრძელდეს და მედიკოსების მხრიდან მყარი გარანტია იმისა, რომ მილენა საბოლოოდ განიკურნება, არ არსებობს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100