გვინეტ პელტროუს „ჯადოსნური“ დიეტა და მითქმა-მოთქმა მის გარშემო

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილმა მსახიობმა გვინეტ პელტროუმ გახდომა გადაწყვიტა. სპეციალურად მისთვის შეიმუშავეს ე.წ. საიდუმლო დიეტა, რომელიც ეფექტურია როგორც ჭარბი წონის კლების, ასევე ორგანიზმის გაწმენდის თვალსზრისით. შედეგმა არ დააყოვნა და 39 წლის მსახიობი მართლაც რომ ახალგაზრდულად და უნაკლოდ გამოიყურება.

დიეტოლოგები დაინტერესდნენ, რა იყო გვინეტის უნიკალური detox-დიეტის საიდუმლო და გაიგეს კიდეც, თუმცა, გვინეტის დიეტის გამოქვეყნებას მაშინვე მოჰყვა მისი ექიმის, ცნობილი მედიკოსის განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს დიეტა სპეციალურად გვინეტ პელტროუს ორგანიზმის თავისებურებათა გათვალისწინებით იყო შედგენილი და შესაძლოა, სხვებისთვის მან გვერდითი მოვლენებიც გამოიწვიოს. დიეტა ნიუ–იორკელმა კარდიოლოგმა – ალესანდრო ჯანგერმა შეადგინა და სწორედ ის ამტკიცებს, რომ იგი თანაბრად ეფექტური ვერ იქნება ნებისმიერი ორგანიზმისთვის.

ამის მიუხედავად, პელტროუს დიეტაზე მოთხოვნა აშშ–ში და არამარტო ამ ქვეყანაში, განუზომლად იზრდება. „დრონი.ჯი“–მ სწორედ ამ დიეტის ასავალ–დასავალი მოიძია და გთავაზობთ:

დიეტის მთავარი იდეა ფორთოხლის წვენზე, რძის პროდუქტებზე, ალკოჰოლზე, შქარზე, ფქვილეულზე, კოფეინზე, მარცვლეულზე უარის თქმაა და სანამ იკითხავთ – რაღა დარჩაო, მაინც გადაავლეთ თვალი:

7.00 – ოთახის ტემპერატურის მქონე ერთი ჭიქა ლიმნიანი წყალი;

8.00 – ერთი ჭიქა მცენარეული ჩაი (უშაქროდ);

10.00 – ერთი ჭიქა ბრინჯის რძისა და ხენდროსგან დამზადებული კოქტეილი;

11:30 – ერთი ჭიქა ქოქოსის რძე;

13:30 – ბოსტნეულის სუპი;

16:00 – დაახლ. ერთი მუჭი ნუში

18:00 – ორთქლზე მოხარშული ნებისმიერი სახეობის თევზე, ციტრუსისგან დამზადებული გაზირებული სასმისის დაყოლებით.

23:00 – სამი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

რას იზამთ, მარტივი დიეტა არაა, მაგრამ ჯერ გადახედეთ 39 წლის გვინეტის ფიგურას და შემდეგ გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა...

კომენტარი