სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტელეარხ STV-ს საინფორმაციო გამოშვებაში სექსის სცენა გაეპარა (ვიდეო)

შოტლანდიური ტელეარხი სკანდალში გაეხვია და იძულებული გახდა მაყურებლების წინაშე ბოდიში მოეხადა მას შემდეგ, რაც პოლიტიკური საკითხების განხილვის დროს ექსპერტი ქალისა და მამაკაცის თანდასწრებით ეთერში ეროტიკული ფილმის სცენა გაეპარათ.

მართალია, სცენა ეთერში სულ რამდენიმე წამს გრძელდებოდა და შემდეგ ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა, მაგრამ საუკეთესო საეთერო დროს, როცა საინფორმაციო გამოშვებაში ადგილობრივი ლეიბორისტული პარტიის პრობლემებს განიხილავდნენ, თემასთან შეუსაბამო კადრები უამრავმა ადამიანმა ნახა.

იმ დროს, როცა საინფორმაციოს წამყვანმა სიტყვა ერთ-ერთ მოწვეულ ექსპერტთაგანს გადასცა, სტუმრის ზურგსუკან მდებარე რამდენიმე მონიტორიდან ერთ-ერთში სექსუალური სცენის ტრანსლირება დაიწყო, რომლის მთავარი გმირი სავსე მკერდის მქონე ქერა ლამაზმანი გახლდათ.

ხსენებული მონიტორი კამერებისგან საკმაოდ შორს იყო, ამიტომ მაყურებელთა უმრავლესობას არც არაფერი შეუნიშნავს, ხოლო სკანდალის შესახებ ინტერნეტიდან შეიტყო. მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ ტრანსლირებულ კადრებს არაფერი ჰქონდა საერთო პორნოგრაფიასთან და იგი „მეოთხე არხის“ ეროტიკული ტელესერიალის Shameless ფრაგმენტი გახლდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100