სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედამ შვილი skype-ში ლაპარაკის გამო წყლით სავსე სათლში ჩაახრჩო

დედამ თავისი შვილი სათლში დაახრჩო. ნორვეგიელმა, იასმინ ჩოდრიმ, ერთი წლის გოგონა წყლიან ვედროში ჩააგდო და უყურადღებოდ სამი საათის განმავლობაში დატოვა, სანამ სკაიპის ვიდეო ზარით თავის ბრიტანელ პარტნიორს ელაპარაკებოდა.

26 წლის ჩოდრი ამბობს, რომ მას მხოლოდ შვილის დასჯა უნდოდა უდროო დროს გაღვიძებისთვის.

მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა და პოლიციელებს განუცხადა, რომ ბავშვი სათლში შემთხვევით ჩავარდა. დაპატიმრების შემდეგ კი მან განაცხადა, რომ მისმა პარტნიორმა, რომელსაც იმ ღამეს ელაპარაკებოდა, ურჩია ამის გაკეთება.

როგორც გაირკვა, ჩოდრის და თავის ბრიტანელ პარტნიორს ერთმანეთი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჰყავთ ნანახი და მას შემდეგ ურთიერთობას ვირტუალურად აგრძელებდნენ.

გარდაცვლილი ბავშვის მამა მეუღლეს გაყრილია და პაკისტანში ცხოვრობს. მისი ადვოკატის თქმით, მამა ჯერ კიდევ შოკშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100