Victoria's Secret–ის სექსუალური საახალწლო ვიდეორგოლი

კომპანია Victoria's Secret წარმოადგენს ახალ სარეკლამო რგოლს, რომელიც სპეციალურად წინასაშობაოდ მომზადდა. ყველაზე ცნობილი ბრენდი, რომელმაც პიკანტური ქვედა საცვლების წარმოებით გაითქვა სახელი, ყოველი წლის ბოლოს გრანდიოზულ შოუს ამზადებს, სადაც თაყვანისმცემლებს ეპატიჟება, შემდეგ კი, უკვე საშობაოდ, უშვებს ვიდეორგოლს, სადაც მოდელები კომპანიის ახალ პროდუქციას მთელი თავიანთი სექსუალურობის მობილიზებით წარმოაჩენენ.

2012 წლის შობისთვის გამოშვებულ ვიდეორგოლში მონაწილეობა ისეთმა ლამაზმანებმა მიიღეს, როგორებიც არიან: მირანდა ქერი, ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, დაუტცენ კრეზი და სხვები. მაცდური, მაცდურ საცვლებში გამოწყობილი ლამაზმანების სხადასხვა პოზების მიღებით არწმუნებენ მაყურებელს, რომ Victoria's Secret–ის პრუდუქცია საუკეთესო საშობაო საჩუქარია.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი