პუტინის მაგიდის ქვემოდან პირდაპირ ეთერში გოგო გამოძვრა (ვიდეო)

სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული პრესკონფერენციის დაწყებისთვის მზადმყოფი ვლადიმირ პუტინის ამ კადრებმა არამარტო რუსული ინტერნეტსივრცე გაამხიარულა. ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი სამზადისი - სატელევიზიო ეთერისთვის მომზადება და ე.წ. „პეტლიჩკის“ (მისამაგრებელი სატელევიზიო მიკროფონი, რომელსაც კვების პატარა ბლოკიც მოჰყვება და ამ უკანასკნელს, როგორც წესი, ასეთი გამოსვლების დროს ან ქამარზე იმაგრებენ, ან პიჯაკის კიბეში იდებენ) დამაგრება ეთერში იმდენად კომიკურად ჩანდა, რომ შესაბამისად, მხიარული რეაქცია გამოიწვია - ძირითადად, ინტერნეტში.

მას შემდეგ, რაც პროგრამის წამყვანმა გამოაცხადა, რომ პირდაპირ ეთერში ვლადიმირ პუტინის პკ-ს ჩართავდნენ, კადრში გამოჩნდა გოგონა, რომელიც, როგორც ჩანს, პუტინს კვების ბლოკს უმაგრებდა და თავი მაგიდის ქვეშ ჰქონდა შერგული. დარბაზი პირდაპირ ეთერში სწორედ იმ დროს ჩაირთო, როცა გოგონამ თავი ამოჰყო და ფეხზე წამოდგა. არანაკლები ქილიკი გამოიწვია პრესკონფერენციის წამყვანის შეკითხვამ პუტინის მიმართ და მისმა პასუხმაც:

„თქვენ მზად ხართ?“ „დიახ, რა თქმა უნდა“...

კომენტარი