სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფუმფულა“ ქალები უფრო ინტელექტუალები ყოფილან

ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, "ფუმფულა" ქალები ინტელექტის უფრო მაღალი დონით გამოირჩევიან. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 15000 ზე მეტმა ქალმა.

ინტელექტის მაღალი დონე აჩვენეს არა მარტო გამორჩეული ფორმის ქალებმა, არამედ მათმა შვილებმაც.

მეცნიერების აზრით, შეიძლება ეს ცხიმოვან მჟავა ომეგა-3 უკავშირდებოდეს, რომელსაც თეძოს ქსოვილი შეიცავს და აუმჯობესებს ქალისა და მისი მომავალი შვილის გონებრივ შესაძლებლობებს.

ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია, მეცნიერები დარწმუნებული არ არიან, რომ ინტელექტის მაღალი დონე არ არის რომელიმე საზოგადოებრივი ფენის მიკუთვნების შედეგი.

საყოველთაოდ გავრცელებული აზრის საპირისპიროდ ქალის სხეული - არ წარმოადგენს მთავარ კრიტერიუმს მამაკაცის მიერ ქალის არჩევისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100