სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

79 წლის ბელგიელი მამაკაცი თავს პინგვინად მიიჩნევს და პინგვინივით ცხოვრობს

ბრიუსელის ცენტრში ყოველ საღამოს შეგიძლიათ ნახოთ ხანშიშესული მამაკაცი, რომელიც სამეფო პინგვინის კოსტუმშია გამოწყობილი.

79 წლის ალფრედ დევიდი არც კარნავალზე დაიარება და მსგავსი ჩაცმულობით არც ცხოველთა უფლებების დასაცავად გამოდის - ის, უბრალოდ, თავის თავს პინგვინად მიიჩნევს. ბოლო 40 წელია, მთელი მისი არსება ამ ფრინველითაა მოცული: აგროვებს ფოტოებს, სუვენირებს, იწერს ვიდეომასალას, რომლებიც ადგილობრივი ტელევიზიებით გადაიცემა.

ალფრედ დევიდმა ანდერძიც დაწერა, სადაც ანტარქტიდაში დაკრძალვის სურვილი გამოთქვა და ანდერძის ამ მუხლის შესასრულებლად ბანკში ანგარიში ცალკე აქვს გახსნილი.

პენსიონერის ცხოვრება 1968 წელს შეიცვალა, როცა იგი ავტოავარიაში მოჰყვა. სწორედ მას შემდეგ დადის ალფრედ დევიდი დამუნჯებულივით და უარს ამბობს ვინმესთან საუბარზე, თუ საუბრის თემა პინგვინები არაა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100