სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ორგაზმით მკურნალი“ ბრიტანელი ექიმი სასამართლოზე პაციენტებმა დაიცვეს

ბრიტანელი ექიმი სასამართლოს წინაშე წარსდგა იმისთვის, რომ თავის პაციენტებს სამკურნალოდ წამლების ნაცვლად, ორგაზმს უწერდა. ამასთან, ექიმი თვითონვე, დამოუკიდებლადაც ატარებდა „ორგაზმით მკურნალობის სეანსებს“ და ამისთვის ვიბრატორს იყენებდა.

საქმე სასამართლომდე მას შემდეგ მივიდა, რაც ერთ-ერთმა პაციენტმა ქალმა, რომელსაც მუხლები სტკიოდა და ექიმმა ჩვეული „რეცეპტი“ გამოუწერა“, ყველაფერი მეუღლეს უამბო. პროკურორმა განაცხადა, რომ ექიმმა სტიუარტ ჰილმა დიდ ბრიტანეტსი აკრძალული, ჩინური ჰორმონალური თერაპიის მეთოდი გამოიყენა.

თვითონ ექიმმა ყველაფერი პაციენტებზე მზრუნველობით ახსნა და განაცხადა, რომ ორგაზმის მიღწევის შემდეგ პაციენტები თავს უკეთ გრძნობენ და ტკივილსაც ივიწყებენ.

ამასტან, ექიმის რამდენიმე პაციენტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი მეთოდით მკურნალობის შემდეგ თავს უკეთ გრძნობს და არც ტკივილები აწუხებს. პაციენტთა ამ კატეგორიამ სასამართლო პროცესზე წარსადგენად შუამდგომლობაც კი დაწერა. თხოვნას ექიმის გათავისუფლების სესახებ 30-ზე მეტმა ქალმა მოაწერა ხელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100