სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ თქვენ კორონავირუსი გაქვთ, ტომატ პასტას სხვაგვარი გემო ექნება თქვენს პირში - როგორ გადაარჩინა სენდვიჩმა 23 წლის ბიჭი

მამაკაცმა ახალი ზელანდიიდან ტომატის სოუსის წყალობით კორონავირუსის ინფექცია აღმოაჩინა მაშინ, როდესაც საზღვარგარეთიდან სამშობლოში ბრუნდებოდა - ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.
დაავადების პირველი სიმპტომები, 23 წლის ჯოშუა დენტმა მაშინ იგრძნო, როდესაც ის ევროპაში მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მას განუვითარდა წვივების ტკივილი და ცხვირში წვა.. რამდენიმე საათის შენმდეგ, ამ სიმპტომებს დაღლილობა დაემატა.
სახლში მისვლისთანავე ჯოშუამ იგრძნო ავადმყოფობის კიდევ ერთი უჩვეულო ნიშანი - გემოს აღქმა აღარ ჰქონდა. და ეს ყველაფერი მან ტომატ-პასტის დახმარებით იგრძნო. სხვა პროდუქტების გემო მის პირში არ შეცვლილა, მხოლოდ ტომატს ჰქონდა სხვა გემო. ჯოშუა ამბობს, რომ მან პასტის ფირმა შეცვალა და სხვა იყიდა, თუმცა მაიანც არაფერი შეცვლილა. ამრიგად, პომიდვრის სოუსით მამაკაცი მიხვდა, რომ სერიოზული რაღაც სჭირდა და ეს ჩვეულებრივი გრიპი სიმპტომები არ იყო. ჯოშუამ სახლში მისვლამდე ტომატის პასტის სენდვიჩი ჭამა.
ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გამოჯანმრთელებულია და თვითიზოლაციის პირობებში რჩება. ის ტომატ-პასტამ გადაარჩინა და სწორედ სოუსმა უბიძგა ჯოშუას მალევე მისულიყო საავადმყოფოში.



უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100