სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტუტანჰამონის მეთოდით მუმიფიცირებული ბრიტანელი ტაქსისტი

დიადთა მხარდამხარ დგომა ხელეწიფება ყველას, ვინც ამას ძალიან მოინდომებს - სწორედ ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა ერთი უბრალო ინგლისელი ტაქსისტის ალან ბაილასის საქციელი, რომელიც არაფრით გამორჩეულ პატარა ქალაქ ტორკიში ცხოვრობდა.

მან სიცოცხლეშივე გადაწყვიტა, თავისი სხეული მედიკოსებისთვის ეანდერძა, რათა მათ ცხედრის მუმიფიცირება ზუსტად იმ ტექნოლოგიის გამოყენებით ჩაეტარებინათ, რაც ძველ ეგვიპტეში, ტუტანჰამონის მუმიფიცირებისას გამოიყენეს.

„მინდა, ჩემი სხეული ისევე კარგად იყოს შენახული, როგორც ტუტანჰამონის შეინახეს“, - აღიარებდა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უცნაური ტაქსისტი. – „ბევრი გადაცემა ვნახე ჩვენი წინაპრების ცხედრების ბალზამირებაზე გადავწყვიტე, ასეთი ბალზამირების მოდელი გავხდე, მით უმეტეს, რომ ტელევიზიით მოვისმინე რეკლამა, სადაც მსურველებს გამოხმაურებას სთხოვდნენ. ჰოპდა, მეც ბევრი აღარ მიფიქრია, მაშინვე ანდერძი გავაფორმე“.

61 წლის ალან ბაილასს ფილტვების კიბო ჰქონდა, ასე რომ, სიკვდილის თარიღი დაახლოებით მაინც იცოდა. ის 2011 წლის იანვარში გარდაიცვალა და მედიკოსები საქმეს შეუდგნენ- ცხედარი სპეციალურად დაცულ მინის რეზერვუარში მოათავსეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი შინაგანი ორგანოები მთლიანად ამოაცალეს, კარგად გამოაშრეს, მისი კანი სპეციალური ზეთით გაზეთეს, მთელი სხეული ისევ სპეციალური ქსოვილით დაფარეს და საშრობში ჩაკეტეს.

ტაქსისტის მუმიფიცირებული სხეული ამჟამად შეფილდში ინახება. როგორც ექიმი სტივენ ბაკლი ამბობს, ტაქსისტის სხეულს ათასწლეულების განმავლობაში დაშლა არ ემუქრება.

ბაილასს უკვე დაარქვეს „ტორკის ტუტანჰამონი“ - მშობლიური ქალაქის სახელის მიხედვით. მისი მუმიფიცირებული სხეული შეფილდში 2011 წლის ბოლომდე დარჩება, მერე კი სწავლულები კიდევ ერთხელ შეამოწმებენ, ემუქრება თუ არა მას დაშლა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100