საჭმელი ნუდისტებისთვის და გამონაკლისი ყველაზე მორცხვებისთვის - შვეიცარია პირველი შიშველი რესტორნის გასახსნელად ემზადება

პირველად შვეიცარიაში, რესტორანი, რომელიც სპეციალურად ნუდისტებს მოემსახურება, თებერვლის ბოლოს კარს გააღებს.

გაზეთის Schweiz am Wochenende- ის თანახმად, კვების ობიექტი, სახელწოდებით "Edelweiss Basel - Nudisten Lounge", Rebgasse 39-ში გაიხსნება, იმ შენობაში, რომელიც ოდესღაც გეი და ლესბოსური კლუბს ჰქონდათ დაკავებული.

მომხმარებლები ტანსაცმელს შემოსასვლელში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში დატოვებენ, ხოლო ყველაზე მორცხვი ვიზიტორები შეძლებენ შეინარჩუნონ საკუთარი მცირე ნივთები, მაგალითად, მათ შეეძლებათ საცვლების ჩაცმა.

მიმტანებიც ასევე შიშვლები იქნებიან.

ეს პირველი ნუდისტური რესტორანი არ არის და შვეიცარიამდე პარიზსა და ლონდონშიც იყო რამდენიმე წლის წინ, თუმცა ორივე ადგილი ვიზიტორების ნაკლებობის გამო დაიხურა.

შვეიცარიაში, საჯარო სიშიშვლე არ არის აკრძალული, რადგან ეს ქვეყანაში უხამსობად ან უწესობად არ ითვლება.


სწორედ სიშიშვლისადმი ამ ლმობიერი დამოკიდებულების იმედი აქვთ რესტორნის მფლობელებსაც და ფიქრობენ, რომ ეს მათი "Edelweiss Basel - Nudisten Lounge" ხალხმრავალ ადგილად გადაიქცევა.

კომენტარი