სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიჭების საკითხავი - სექსოლოგებმა 7 ნიშანი დაასახელეს, რომელიც მიგანიშნებთ, რომ ქალს ძალიან უნდიხართ

ინტიმური ურთიერთობები ყველა ადამიანისთვის განხილვის საყვარელი საგანია. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ურთიერთობებში წამყვანი როლი ძირითად შემთხვევაში გოგონებმაც მოირგეს, მაინც ხშირია შემთხვევა, როცა ქალი მამაკაცის ინიციატივას ელოდება და ცდილობს არ შეიმჩნიოს, რომ მის მიმართ გარკვეული ინტერესი ან ვნება აქვს.

წარმოგიდგენთ სექსოლოგების მიერ დასახელებულ 7 ნიშანს, რომელიც ერთგვარი ინდიკატორია იმისა, რომ ქალი თქვენით დაინტერესებულია:

ის თქვენს თვალწინ პრეტენზიულია საკუთარი თავის მიმართ - როდესაც ერთად ხართ, გამუდმებით ისწორებს თმას, სამოსს, ცდილობს, რომ მკერდი წინ ჰქონდეს გამოწეული და მუცლის პრესიც დაჭიმული აქვს, რათა ზედმეტი კილოგრამები არ შეატყოთ. თქვენს თვალში ქვეცნობიერად იპრანჭება ან სულაც, შესაძლოა ეს მიზანმიმართულადაც ხდება.

მას მხიარულ და სასაცილო ადამიანად მიაჩნიხართ - თქვენს ხუმრობებზე ყველაზე ხმამაღლა ის იცინის მაშინაც კი, თუ სულაც არ ეჩვენებათ სხვებს ის სასაცილოდ. ეს მოვლენა მხოლოდ ერთ რამეზე მოუთითებს - თქვენი შანსი, ისე, როგორც არასდროს, მაღალია.

ხშირად გიყურებთ - მას შეუძლია მაშინაც კი გიყუროთ, თუ არ გესაუბრებათ, ან თქვენგან საპასუხო მზერას არ იღებს. თუმცა, როგორც კი შეხედავთ, მზერას აგარიდებთ - ეს თქვენი კოზირია.

მსუბუქად გეხებათ - მსუბუქი კონტაქტი ფლირტის ტოლფასია. ნაზი შეხება მასში გარკვეულ სიგნალებს აფეთქებს და გადმოგცემთ თქვენ. ხელზე, თითებზე, სხვადასხვა ადგილებზე „შემთხვევითი“ შეხების შემდეგ უკვე შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ ის მზად არის, თქვენთან ურთიერთობა ააწყოს.

ცდილობს, საერთო ენა გამონახოს თქვენთან - ეძებს კომუნიკაციის სხვადასხვა მიზეზს, სურს, რომ ხშირად გესაუბროთ, რადგან ქალის ერთ-ერთი მთავარი იარაღი მამაკაცთან სწორი საუბარია.

ხშირად გეუბნებათ კომპლიმენტებს - უნდა დაუკვირდეთ, რას და რატომ გეუბნებათ. ქალი უბრალოდ არაფერს გეტყვით, განსაკუთრებით, თუ კომპლიმენტს ეხება საქმე. უნდა, რომ მისი გემოვნება გაითვალისწინოთ, ამიტომ თავაზიანი სიტყვები ხშირად იმაზე დიდი დატვირთვისაა, ვიდრე გგონიათ.

ხშირად გიგზავნით შეტყობინებას - ეს ცალკეული შემთხვევა ბევრი არაფრის მომცემია, მაგრამ თუ ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებსაც ემატება, მაშინ გილოცავთ, თქვენ მალე ახალი ურთიერთობა გელით წინ ქალთან, რომელსაც თქვენთან ყოფნა ყველაზე მეტად უნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100