სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედამ შვილის ოთახში დამონტაჟებული კამერით სხვა ბავშვის სილუეტი აღმოაჩინა ლოგინში, თუმცა, საბოლოოდ ასეთ რამეს მართლა არ ელოდა

ეს ფოტო სხვა მრავალი ფოტო-ვიდეო კადრის მსგავსია, როდესაც სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული გარკვეული უცნაური მოვლენა ინტერნეტით ვრცელდება და საზოგადოების გაოცებას იწვევს.

უამრავი ასეთი ვიდეოს ნახვისას ბევრს ჰქონია განცდა, რომ მათ მიერ გადაღებულ კადრებშიც შეიძლება რაღაც უცნაური აღმოჩნდეს. სწორედ ასეთი შემთხვევის გმირია დედა, რომელმაც სათვალთვალო კამერაში საკუთარი შვილის საწოლში სხვა ბავშის სილუეტი დაინახა:

"იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი შვილის საწოლში ბავშვის მოჩვენება იწვა, მთელი ღამე შიშისგან არ დამეძინა" - განაცხადა ფოტოს ავტორმა.

რეალურად, მოჩვენება-სილუეტი ლოგინის მატრასზე გამოსახული ბავშვის ფოტოა, რომელიც ზეწარში ლანდივით ჩანდა. სიმართლე კი დედამ მხოლოდ დილით გაიგო, რადგან მთელი ღამის განმავლობაში შიშისგან შვილის ოთახში შესვლა ვერ გაბედა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100