„ჩვენთან უფრო მეტს ნახავ, ვიდრე ელოდები!..“ - ქალები სამი მკერდით (ვიდეო)

„...იმის გამოცნობას კი არაფერი უნდა... თხელი ქალია, ძალიან თხელი, მაგრამ დიდი, ძროხასავით მკერდი აქვს, ვენაცვალე.

-არც ისე დიდი ჰქონია.

-ძალიან დიდი, აი, აქამდე... აკი გითხარი, ძროხასავით-მეთქი.

-მკერდი ხარს მეტი აქვს.

-აჰ, გადატანითი მნიშვნელობით გითხარ, აბა, იმ სიტყვებს ხომ არ გეტყოდი, როგორ ვერ მიხვდი, - გაიღიმა პოლკოვნიკმა.“

გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“.

იმას, რასაც დომენიკო უცებ ვერ ჩაწვდა, დარწმუნებული ვარ, ამ სტატიის სათაურის წაკითხვისთანავე და, თუნდაც, ფოტოს გარეშე, თითქმის ყველა თქვენგანი მიხვდებოდა - მკერდი, ანუ, გადატანითი მნიშვნელობით, ძუძუ...

დიახ, სწორედ ისეთ ქალებზე ვსაუბრობთ, რომლებიც მსოფლიოში სულ თითებზე ჩამოსათვლელნი არიან, მაგრამ იმ უცნაურობის წყალობით, რომ სამი ძუძუს „პატრონები“ გახლავან, საკმაო პოპულარობითაც სარგებლობენ.

ბუნებრივია, პირველ რიგში, ერთი ძველი და ცნობილი ფილმი გაგახსენდებოდათ, არნოლდ შვარცენეგერის მონაწილეობით, სადაც ეკრანზე სამმკერდმოშიშვლებული ქალი-მუტანტი ჩანს. როგორც აღმოჩნდა, სამი მკერდი სულაც არაა მითი და მეტიც, მსოფლიო მედიცინამ... ოთხმკერდიანი ქალებიც იცის. მაგრამ ისინი პოპულარულნი არ არიან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „დამატებითი“ ორი ძუძუ სულაც არაა ვიზუალურად ისეთი ეფექტური, როგორც, ვთქვათ, დანარჩენი ორი: როგორც წესი, ორი „ძირითადი“ ძუძუ თავის ადგილასაა, ორი კი - მათ ქვემოთ და შედარებით მცირე ზომების - მამაკაცები უფრო დამეთანხმებიან, რომ დიდი ვერაფერი პროპორციულობაა და არც ჩვენი სასიქადულო პოეტი იტყოდა მათი შემხედვარე: „საამო არის საცქერლად, დიაცის უბესავითა...“

მაინც, რა განაპირობებს იმას, რომ სამმკერდიანი ქალები, ყველაფერთან ერთად, წარმატებითაც სარგებლობენ? მაგალითად, ამ სტატიის მთავარ ფოტოზე გამოსახულმა მარიამ წარმატების გასაღებს პორნოინდუსტრიაში დაუწყო ძებნა და, კაცმა რომ თქვას, იპოვა კიდეც: პირველი პორნოფილმის გადაღებისთანავე ვიდეო მისი მონაწილეობით ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. ბევრი წვალების შემდეგ, ჩვენ მაინც ვიპოვეთ ინტერნეტში ვიდეო, სადაც მარია პარტნიორის გარეშე, პორნოელემენტების გამოუყენებლადაა აღბეჭდილი.

რა ფენომენთან გვაქვს საქმე სამი ძუძუს მქონე ქალების სახით (ვისაც ის ხელოვნურად არა აქვს შეძენილი), ამის კვლევა მედიკოსების საქმე იყო და გამოიკვლიეს კიდეც, მაგრამ ამაზე, როგორმე, სხვა დროს. მანამდე კი ერთს დავამატებთ, რომ სამმკერდიანი ქალები ზოგიერთმა სარეკლამო კომპანიამ შესანიშნავად გამოიყენა. ასე მაგალითად, გასული წლის ბოლოს მოსკოვის ქუჩებში გაჩნდა ბილბორდები, სადაც სამმკერდიანი ქალია გამოსახული (მართალია, ტექნოლოგიების გამოყენებითაა სამუსავებული, მაგრამ მაინც). ბილბორდი რუსეთში გერმანული სუპერმარკეტების ქსელის რეკლამაა და ასეთი ფრაზა ამშვენებს: „ჩვენთან უფრო მეტს ნახავ, ვიდრე ელოდები!..“. ახლა უკვე მამაკაცებმა უნდა ვიმტვრიოთ თავი, ასეთ ქალთან შეხვედრა ბედნიერებაა თუ პირიქით. მით უმეტეს, თუ ჩვეულებრივი მამაკაცი ხარ და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მესამე ხელი არ გაქვს...

კომენტარი