სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავსტრალიაში ჩატარებული „ბიკინ–მარში“ გინესის წიგნში შევიდა (ფოტო+ვიდეო)

ამ დღეებში უჩვეულო რეკორდი დაამყარეს ავსტრალიაში: გოლდ–კოსტის სანაპიროზე 15–დან 65 წლამდე ქალებმა საბანაო ბიკინების აღლუმი მოაწყვეს, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

მინიატურულ საბანაო ბიკინებში გამოწყობილმა გოგონებმა და ქალებმა მსვლელობა Gold Coast–ის ერთ–ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრიდან დაიწყეს და ზღვის სანაპიროს გასწვრივ 1,6 კმ გაიარეს. მსვლელობა მეზობელ პლაჟზე დასრულდა, სადაც, MIGnews.com.–ის ცნობით, გინესის წიგნის წარმომადგენლებმა ახალი რეკორდის „დაბადება“ ჩაინიშნეს. „ბიკინ–მარშის“ სანახავად უამრავი ადამიანი მივიდა. "იუთუბზე" მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოც აიტვირთა, სადაც "ბიკინ–მარშის" მონაწილეები არიან აღბეჭდილნი.

მსგავსი რეკორდი 2010 წელს დაარსდა, როცა კაიმანის კუნძულებზე ბიკინებით მსვლელობაში 331 ქალმა მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 5 ივლისს საბანაო კოსტუმ–ბიკინს 65 წელი შეუსრულდა. ფრანგ დიზაინერს, ლუი რეარის თავის დროზე დიდი ჯაფა დაადგა, რათა მოეძებნა გოგონა, ვინც ასეთი, იმ დროისთვის აშკარად დემონსტრაციული საცვლის ჩვენებაზე დათანხმდებოდა. სიტუაცია ჩიხიდან არცთუ ცნობილმა მოცეკვავემ გამოიყვანა. კოლექციის პრემიერა 1946 წლის 5 ივლისს, პარიზის საცურაო აუზ „მოლინარში“ შედგა. მოცეკვავე მიშელინ ბერნარდინი ვარსკვლავი გახდა და ამ გამოსვლის შემდეგ ხელის თხოვნისა და გულის შემოთავაზების წინადადებით 50 ათას წერილზე მეტი მიიღო. მაგრამ იმ დროს პუბლიკა ჯერაც არ იყო მზად ასეთი საბანაო ტანსაცმლის მასობრივად მორგებისთვის და, ბოლოს და ბოლოს, დიზაინერიც ძველ პროფესიას დაუბრუნდა.

სახელწოდება „ბიკინი“ ტანსაცმელმა წყნარ ოკეანეში მდებარე, ამავე სახელწოდების კუნძულის მიხედვით მიიღო, სადაც 1946 წელს აშშ–მა, საბანაო ბიკინის პრეზენტაციამდე ცოტა ხნით ადრე ბირთვული ბომბის გამოცდა ჩაატარა. ითვლებოდა, რომ საზოგადოებაში საბანაო ბიკინის გამოჩენას ბირთვული ბომბის აფეთქების მსგავსი რეაქცია უნდა მოჰყოლოდა და ეს მოლოდინი გამართლდა კიდეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100