სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალური ქსელის მიხედვით მეცნიერებმა ადამიანის განწყობილებათა რუკა შექმნეს

სოციალური ქსელები უკვე დიდი ხანია სარეკლამო და კომერციული მიზნებისათვის გამოიყენება. ახლა უკვე სოციოლოგებმაც დაიწყეს მისი შესაძლებლობების გამოყენება.

ამერიკელმა მკვლევარებმა კორნელის უნივერსიტეტიდან სკოტ გოლდერმა და მაიკლ მეისმა გადაწყვიტეს გამოიყენონ ინტერნეტ–რესურსები დღის განმავლობაში ადამიანის განწყობილების ცვლილებათა შესასწავლად. ნაშრომში, რომელიც 29 სექტემბერს ჟურნალ Science–ში გამოაქვეყნეს, გოლდერმა და მეისმა გამოიყენეს ლინგვისტური მონიტორინგის პროგრამა და Twitter. ისინი აკვირდებოდნენ 2,4 მილიონ ადამიანს 83 ქვეყანაში. შედეგებმა აჩვენეს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ყველა ადამიანი კარგ ხასიათზე იღვიძებს, მაგრამ დღის განმავლობაში ეს პოზიტიური განწყობა თანდათან იცვლება.

არსებობს ფაქტორები, რომლებიც განწყობის ცვლილებას იწვევენ. სამსახური, ძილი და დღის სინათლის რაოდენობა ისეთი ემოციების ჩამოყალიბებაში თამაშობენ როლს, როგორიცაა ენთუზიაზმი, მწუხარება, შიში და გაბრაზება.

სოციალურ ქსელებში დადებითი მასალები, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შაბათს და კვირას იტვირთება. ამ დღეებში პოზიტივის პიკი დღის ორ საათამდე გრძელდება, ეს იმიტომ, რომ დასვენების დღეებში ადამიანები გვიან იღვიძებენ. აღნიშნული სიტუაცია ყველა ქვეყნისათვის ერთნაირად დამახასიათბელი არაა – იგი ქვეყნის კულტურაზეა დამოკიდებული. მაგალითად, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პოზიტიური განცხადებები პარასკევს და შაბათს კეთდება, რადგან აქ სამუშაო დღეები კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლითაა.

გოლდერი და მეისი შეეცადნენ განწყობების ცვლილების გამოკვლევას წელიწადის დროებთან მიმართებაში – ცნობილია, რომ ზამთარში უფრო ხშირია დეპრესია. თუმცა, მივიდნენ დასკვნამდე, რომ განწყობა დღის სინათლის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული – დღის შემცირება ასევე იწვევს დადებითი განწყობის შემცირებას.

მეცნიერები, გოლდერი და მეისი მსგავსი კვლევების ჩატარებას სოციალურ ქსელებში კვლავ გეგმავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100