სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგონამ პლასტიკურ ოპერაციებში 185 ათასი დოლარი დახარჯა, რათა თავის იდეალს, კიმ კარდაშიანს დამსგავსებოდა, მშობლები კი პანიკაში არიან

28 წლის ამერიკელმა კრისტენ სნაიდერმა ვირჯინიის შტატიდან, პირველი პლასტიკური ოპრაცია ათი წლის წინ გაიკეთა. მან მიზნად დაისახა, თავის კუმირს, კიმ კარდაშიანს დამსგავსებოდა და დრო და დრო უფრო და უფრო მეტი კორექტივები შეჰქონდა თავის სხეულში.

IT-სპეციალისტი გოგონა იხსენებს, რომ თავდაპირველად მკერდის გადიდების შემდეგ იმდენად ბედნიერი იყო, სიხარულისგან ბავშვივით ტიროდა. ვიზუალის გამო ბავშვობიდან დაკომპლექსებული იყო და თვლიდა, რომ შეუხედავი გარეგნობა ჰქონდა. ამიტომ, ყოველთვის ოცნებობდა მრგვალ ფორმებსა და სექსუალურობაზე.

"სკოლაში ხშირად დამცინოდნენ და მახინჯს მეძახდნენ, ამიტომ ვცდილობდი მოვრეოდი თავს და მათ ბულინგს არ ავყოლოდი, მეორეს მხრივ კი მინდოდა ჩემს გარეგნობაში დიდი ცვლილებები შემეტანა" - განაცხადა კრისტენმა.

როგორც კი სრულწლოვანი გახდა, მაშინვე დაიწყო ოცნებების ახდენა და თავისი იდეალი ქალის მსგავსი ფორმების გაკეთება. მას დღემდე 20 ოპერაცია აქვს გადატანილი, რაც საერთო ჯამში 185 ათასი დოლარი დაუჯდა. მკერდის გადიდების ორი ოპერაცია, სამი რინოპლასტიკა, ნეკნების ამოღება, შუბლისა და ლოყების ოპასტიკა, ტუჩების გადიდება - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც კრისტენს ათი წლის განმავლობაში აქვს ჩატარებული.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონას მშობლები უკვე განგაშის ზარს სცემენ, კრისტენს არ ადარდებს რას ფიქრობენ მისი ახლობელი ადაიანები, რადგან საკუთარი თავი ძალიან მოსწონს. გარდა ამისა, სნაიდერი გაჩერებას არ აპირებს და შემდგომი პროცესი კოსმეტიკური ოპერაციაა, რაც 30 ათასი დოლარი უჯდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100