პლასტიკური ოპერაციების სერია თუ დამუშავებული ფოტოები? - 20 წლის მოდელმა საზოგადოება ჩიხში შეიყვანა

კიმ კარდაშიანის მიერ შემოღებულმა გაზრდილი ფორმების ტრენდმა უამრავ გოგონას უბიძგა სხეულის სხვადასხვა ნაწილები გაედიდებინათ, ხოლო ისინი, ვისაც პლასტიკური ოპერაციის ფული არ აქვთ, დამუშავებული ფოტოების მეშვეობით აგროვებენ თაყვანისმცემლებს სოციალურ ქსელში.


თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მალავენ პლასტიკური ჩარევისა ან ფოტოების შელამაზების ამბავს. ასეა 20 წლის როსტოველი მოდელის, ეკატერინა გალიჩენკოს შემთხვევაშიც, რომელიც ირწმუნება, რომ ამჟამინდელი ფორმები ვარჯიშის დამსახურებით აქვს.

გოგონამ პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა ინსტაგრამზე, რაც ნამდვილად იმ ფოტოების დამსახურებაა, რომელიც მას ინტერნეტში აქვს განთავსებული. სოციალურ ქსელში დარეგისტრირებიდან სამ წელში ეკატერინამ 40 ათასი ფანატი მოაგროვა.

მიუხედავად თაყვანისმცემლების სიმრავლისა, თითქმის უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ძველ ფოტოებსა და ახლიდელებს შორის რადიკალური სხვაობა სწორედ პლასტიკური ოპერაციების დამსახურებაა, რადგან გოგონას ტუჩებიც კი გადიდებული აქვს, რასაც ვარჯიშთან კავშირი ნამდვილად არ აქვს. ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ ეკატერინა კარგად ფლობს ფოტოშოპს და სინამდვილეში ისეთი არაა, როგორც ეს სოციალურ ქსელში ჩანს. ამ ადამიანებს ეკატერინამ ძალიან მკვახე კომენტარით უპასუხა:

"ჩემს სხეულზე საერთოდ არ არის პლასტიკური ოპერაციის კვალი, ყველაფერი ფიტნესის დამსახურებაა. რაც შეეხებაქ ტუჩებს, ის კოსმეტოლოგიის წყალობით მაქვს ასეთი".


კომენტარი

×