ქალი, რომელსაც ჰყავს ქმარი, საქმრო და კიდევ ორი შეყვარებული – ”თავიდან ქმრის ცოტათი მომერიდა, მარა შემდეგ მომეშვა”

ბრი­ტა­ნელ­მა მერი კრამპტონ­მა 29 წლის ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ პო­ლი­გა­მი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მოს­წონ­და, რაც ერ­თზე მეტი პარტნი­ო­რის ყო­ლას გუ­ლის­ხმობს.


ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად ერთ მა­მა­კაც­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მე­ო­რე­ზე – და­ნიშ­ნუ­ლი და კი­დევ ორ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. „საკ­მა­ოდ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, მყავ­და მე­გო­ბა­რი ბი­ჭე­ბი, მო­ნო­გა­მი ვი­ყა­ვი. არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ ერ­თზე მეტი პარტნი­ო­რი მე­ყო­ლე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით – და­ვო­ჯახ­დი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მთელ ცხოვ­რე­ბას ქმარ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რებ­დი,“ – ჰყვე­ბა კრამპტო­ნი.

მი­სი­ვე თქმით, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მარ­თაც უჩ­ნდე­ბო­და გრძნო­ბე­ბი, თუმ­ცა ამის გამო თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნობ­და და ფიქ­რობ­და, რომ ქმა­რი სა­თა­ნა­დოდ არ უყ­ვარ­და.

ქორ­წი­ნე­ბა უიღ­ბლო აღ­მოჩ­ნდა, მე­რიმ სხვა ადა­მი­ა­ნი იპო­ვა. ერთ დღეს კი ბარ­ში გა­იც­ნო მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც პო­ლი­გა­მი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე ქალ­თან. „მა­ნამ­დე არა­სო­დეს მქო­ნია შე­ხე­ბა პო­ლი­გა­მი­ას­თან, შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ ახერ­ხებ­დნენ ისი­ნი ერ­თად ყოფ­ნას,“ – იხ­სე­ნებს მერი.

მის­თვის სა­ბედ­ნი­ე­როდ, პო­ლი­გა­მი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბით მე­რის პარტნი­ო­რიც და­ინ­ტე­რეს­და, თუმ­ცა სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად არ უფიქ­რი­ათ.

რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ კი კრამპტონ­მა საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს შეს­თა­ვა­ზა, ჰქო­ნო­დათ „ღია ურ­თი­ერ­თო­ბა“, რა­ზეც თან­ხმო­ბა მი­ი­ღო. ორი­ვე მათ­გან­მა, ერ­თმა­ნე­თის გარ­და, სხვა პარტნი­ო­რე­ბიც იპო­ვეს.

„მყავ­და მე­გო­ბა­რი, რო­მელ­თა­ნაც ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვი და ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ასე­თი­ვე მე­გო­ბა­რი ჰყავ­და ჩემს პარტნი­ორ­საც.

გა­ვი­აზ­რე, რომ ერ­თზე მეტი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მეძ­ლო, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი გრძნო­ბა აღ­მოჩ­ნდა,“ – ამ­ბობს მერი.

ამ­ჟა­მად მერი აღარ ცხოვ­რობს მა­მა­კაც­თან ერ­თად, რო­მელ­თა­ნაც აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ რამ­დე­ნი­მე პარტნი­ო­რის ერ­თდრო­უ­ლად ყოლა სურ­და. ის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია 43 წლის ტიმ­ზე და ჰყავს საქმროც. კრემპტო­ნი ხვდე­ბა კი­დევ ორ მა­მა­კაცს – 63 წლის მა­იკლს და 73 წლის ჯე­იმსს. „ჩემს ქმარ­თან, ტიმ­თან ერ­თად გა­რე­მოს დაც­ვით სა­კი­თხებ­ზე ვსა­უბ­რობ ხოლ­მე, მათ შო­რის – ელექტრო­ნულ მან­ქა­ნებ­ზე, ვე­გა­ნიზ­მზე…

საქმროს­თან, ჯონ­თან ერ­თად მიყ­ვარს მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა და ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­დი­ვართ ერ­თად,“ – ჰყვე­ბა კრამპტო­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა მა­მა­კაც­თან სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­სა და მო­თხოვ­ნი­ლე­ბებ­ზე, რაც მო­ნო­გა­მი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დროს ვერ­ცერ­თხელ შეძ­ლო.

კომენტარი