სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12 წლის ბიჭუნამ, რომელიც 190 კილოგრამს იწონიდა, 95 კილო დაიკლო - გაინტერესებთ მისი საიდუმლო?

12 წლის ინდონეზიელმა ბიჭუნამ, რომელიც 190 კილოგრამს იწონიდა, ყველაზე სანუკვარი ოცნება აიხდინა და თავისი წონის ნახევარი დაიკლო. ის ახლა სხვა ოცნებების განხორციელებაზე ფიქრობს და სურს, რომ ცნობილი ფეხბურთელი გამოვიდეს.


არია პერმანამ წონაში კლება რაციონიდან შაქრისა და ცომეულის ამოღებით მოახერხა. მის შესახებ საზოგადოებამ ბევრად ადრე გაიგო, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელშიც არიამ უზომო რაოდენობის საკვები ულუფა მიიღო. ბიჭუნას დიდი ზომის გამო ტანსაცმლის ყიდვაც უჭირდა და საბოლოოდ მისმა წონამ ჯანმრთელობის პრობლემებიც შეუქმნა.

არია ყოველთვის ასეთი მსუქანი არ ყოფილა. ის სრულიად ჯანმრთელი და საშუალო წონის დაიბადა. წონაში ნელ-ნელა მატება 2 წლის ასაკიდან დაიწყო. გაეზარდა საჭმლის მოთხოვნილება და დღეში სულ ცოტა ხუთჯერ ჭამდა. ბოლო პერიოდში სკოლაში სიარულიც უჭირდა და ვერც თანატოლებთან ატარებდა საკმარის დროს. ამ ყველაფერმა სტიმული მისცა, რათა სხვა ცხოვრება დაეწყო:

"ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია სიარული და ბავშვებთან თამაში. თვითდაჯერებაც მომემატა, რაც ადრე ძალიან მაკლდა. ხშირად ვთამაშობ ფეხბურთს და მსურს, ცნობილი ფეხბურთელი გამოვიდე" - განაცხადა არიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100