მამაკაცს სამუშაო ობიექტზე მძიმე მეტალი დაეცა, რის შედეგადაც რკინის ნაგლეჯები სხეულში გაეჭედა (+18)

49 წლის ჩინელ მამაკაცს სამუშაო ობიექტზე ყოფნის დროს ზემოდან მოწყვეტილი მანიპულატორი დაეცა, რის შედეგადაც მეტალის 10 ნაწილი სხეულში ჩარჩა.


სიკვდილს ის სასწაულით გადაურჩა - არც ერთი დაზიანებული ნაწილი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო.

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც დაუყონებლივ მოხდა მისი ცენტრალურ საავადმყოფოში ტრანსპორტირება, იქ კი უამრავი მედიკოსი სხადასხვა დაზიანებული ადგილიდან ცდილობდა რკინის ნაგლეჯების ამოღებას. ოპერაციამ მთელ ღამეს გასტანა. ექიმების განცხადებით, ერთ-ერთი ნაგლეჯი არტერიას 0,1 მმ-ით ასცდა, მოხვედრის შემთხვევაში ის ადგილზე დაიღუპებოდა.

კომენტარი