სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსწავლეებმა წარსული ამოუქექეს, სკოლამ კი სამსახურიდან გაათავისუფლა - მასწავლებლის +18 ისტორია

33 წლის ბირმინგემელი მასწავლებელი ანალისა ალტარივა სკოლის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გაათავისუფლა სამსახურიდან, რაც მოსწავლეებმა მისი პირადი ფეისბუქის ქექვისას ალბომის არქივში ნახეს ფოტოები, რომლებიც ძალიან გამომწვევი და პროვოკაციული იყო.


მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფოტოები ბევრად ადრე არის გადაღებული, სანამ ის მასწავლებლად დაიწყებდა მუშაობას, სკოლამ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და ანალისას დაუყონებლივ დაატოვებინა სკოლა.

ანალისამ ინტიმური ფოტოები ხუთი წლის წინ განათავსა სოციალურ ქსელში და გარდა გულახდილი კადრებისა, მან ასევე გულახდილად ისაუბრა კომენტარებში, თუ როგორ ხშირად ფიქრობდა სექსზე და პორნოინდუსტრიაში ძალების მოსინჯვაზე.

ყოველივე ეს როდესაც წაიკითხეს ანალისას მოსწავლეებმა, მეორე დღესვე გავრცელდა მთელს სკოლაში მისი წარსულის შესახებ. სწორედ ამის გამო, სკოლის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, მაშინვე გაეთავისუფლებინა მასწავლებელი, რომელიც შეიძლებოდა უამრავი პრობლემის სათავე გამხდარიყო.

მოსწავლეთა მშობლები სკოლის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ადამიანებს, რომლებიც მათ ბავშვებს ასწავლიან, მეტი თავშეკავება და ზრდილობა მართებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100