სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძელიდან ჩამოვარდნილი სტრიპტიზიორი გოგონა საავადმყოფოში ძლიერი დაზიანებებით გადაყვანის შემდეგაც სელფებს იღებდა და კეკლუცობდა

ცნობილი ავსტრალიელი სტრიპტიზიორი ფრენკი ფატალი ღამის კლუბში მიმდინარე შოუს დროს ძელიდან ჩამოვარდა.

ინციდენტის შედეგად გოგონამ ლავიწის ძვალი გაიტეხა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. კლუბიდან საავადმყოფოში მისვლამდე გზაში ფრენკი სელფებს იღებდა და ექიმებს ეკეკლუცებოდა.
ინსტაგრამზე ფოტოების განთავსების შემდეგ მისი გამომწერები გაოცებულნი დარჩნენ - მიუხედავად იმისა, რომ სტრიპტიზიორი ნამტირალევი ჩანდა, მისი მაკიაჟი მაინც იდეალურ მდგომარეობაში იყო და ამიტომ, მათ ივარაუდეს, რომ ფრენკიმ სელფის გადაღების წინ იხმარა კოსმეტიკა.
რაც შეეხება ინციდენტს, ფრენკის ძელიდან ჩამოვარდნის მიზეზი სველი სხეული იყო - ძელზე ასვლამდე მან ყველას თვალწინ წყალი გადაისხა, რათა შოუს ელემენტები უფრო სექსუალური გამოსულიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100