8 წლის გოგონამ ტბაში განძი იპოვნა, რომელიც 1000 წლის წინ ვიკინგებს ეკუთვნოდათ

ხშირად ცხოვრებაში ისეთი მოულოდნელი ამბები ხდება, რომ შეუძლებელია ამაზე ოცნებაც კი გაბედოს ვინმემ, განსაკუთრებით თუ ეს განძის პოვნას ეხება. სწორედ ასეთი მოულოდნელი და ისტორიული აღმოჩენა გააკეთა 8 წლის გოგონამ, რომელიც ტბაში საცურაოდ შევიდა.

ვანეჩეკების ოჯახი შვედეთში დასასვენებლად იმყოფებოდა. მათ ტბის პირას პატარა კომფორტული სახლი ჰქონდათ. 8 წლის საგი მამასთან ერთად ნავით ტბაში იყო შესული, რა დროსაც გოგონამ წყალში ჩახტომა მოინდომა, მამა კი ზემოთ ელოდებოდა. როგორც მამაკაცი იხსენებს, გოგონამ მოულოდნელად წყლიდან ხელი ამოწია, რომელშიც ძველი ხმალი ეჭირა. თავიდან იფიქრეს, რომ ძველი სათამაში იყო, თუმცა სახლში მაინც წაიღეს.
ხმლის ვიზუალი და წონა იმდენად უჩვეულო იყო, რომ ოჯახის უფროსი წევრები დაეჭვდნენ და საბოლოოდ გადაწყვიტეს, არქელოგებისთვის ენახებინათ ის. სპეციალისტებმა გამოიკვლიეს და გაოცებულებმა ვანეჩეკების ოჯახს უთხრეს, რომ საბრძოლო იარაღი 1000 წელზე მეტს ითვლის და ვიზუალიდან გამომდინარე ის ვიკინგებს ეკუთვნოდათ. ამის შემდეგ, არქეოლოგებმა სთხოვეს მათ, რომ არ გაეჟღერებინათ ეს ინფორმაცია, თავად კი ტბის ფსკერის შესასწავლად წავიდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, წყალში მათ კიდევ რამდენიმე უძველესი ატრეფაქტები აღმოაჩინეს.
ამ ისტორიის ინტერნეტში მოხვედრისთანავე ყველა ამ გოგონაზე ალაპარაკდა და ინტერნეტმომხმარებლები მას შვედეთის დედოფალს უწოდებენ, რადგან ლეგენდის თანახმად მეფე არტურმაც თავისი ხმალი ტბაში იპოვნა და სწორედ ამ ხმლის საშუალებით მოიხვეჭა სახელი, ძალაუფლება და დიდება. გოგონას მიერ წყალში ნაპოვნი ხმალი კი უმრავლესობას უბრალო დამთხვევა არ ჰგონია.

კომენტარი