სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასიკვდილოდ დაკბენილი ახალშობილი - 3 დღის დაბადებულ ბავშვს მორიელმა 7-ჯერ უკბინა

ბრაზილიაში სამი დღის დაბადებული გოგონა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მას შემდეგ, რაც მორიელმა 7-ჯერ უკბინა.

ექიმების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ბავშვს გასინჯვის მიზნით გახადეს და შიგნით ტანსაცმელში ყვითელი მორიელი შენიშნეს. მათი თქმით, ახალშობილს გაუმართლა, რადგან დროულად მოახერხეს მიეცათ შესაბამისი მედიკამენტები, სხვა შემთხვევაში სასიკვდილო ნაკბენი სისხლს მთლიანად მოწამლავდა.

ყვითელი მორიელი ბრაზილიაში გავრცელებული ერთ-ერთი სახეობაა და ყველაზე შხამიან ქვეწარმავლად ითვლება იმ მხარეში.

გოგონას დედა იმ საშინელ წუთებს იხსენებს, როდესაც ახალშობილი ჯერ აბანავა, სუფთა ტანსაცმელი ჩააცვა და ამის შემდეგ, 10 წუთში პატარას პირიდან ქაფი წამოუვიდა:

„სოფიას დაბანის მერე ჭამა უწევდა, ძალიან დასუსტებულად მომეჩვენა, რაც სამოსი ჩავაცვი, საჭმელი არ გაიკარა, სუნთქვა დაუმძიმდა, თითქოს იგუდებოდა, ათ წუთში კი პირიდან ქაფი გადმოუვიდა. წარმოდგენაც არ მქონდა, თუ მის ტანსაცმელში მორიელი იქნებოდა, რომელიც შიგნიდან ჭამდა ჩემს პატარას“.

როგორც კი სიმპტომები შენიშნა დედამ, მაშინვე უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანა. საბედნიეროდ, დროულად მოხერხდა შესაბამისი ანტიდოტების მიცემა, ანალიზები არც დაჭირდა, რადგან მორიელი თავად ექიმებმა ნახეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი დიაგნოზის დადგენამდე დაიღუპებოდა.

სოფია ახლა კარგად გრძნობს თავს, ის სამდღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს საავადმყოფოდან. რაც შეეხება სახლს, სადაც ოჯახი ქირით ცხოვრობდა, ის ღია კანალიზაციასთან მდებარეობს და აღმოჩნდა, რომ იმ ტერიტორიაზე ბევრი ყვითელი მორიელი ბუდობს, ამიტომ სოფიას მშობლებს იქ დაბრუნებაზე აღარ უფიქრიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100