კამერამ გემში მყოფი მოჩვენება დააფიქსირა და ასევე ჩაიწერა ხმა, თუ როგორ მღერის გარდაცვლილი ბავშვი

38 კსავიერ ჰანტერი მრავალი წელია მოჩვენებებზე მონადირეა და მის ობიექტივში უამრავი მათგანიც მოხვედრილა. კსავიერს აქვს საავტორო გადაცემა, რომელიც მოჩვენებებსა და მათ დაფიქსირებაზეა მთლიანად აგებული, სწორედ ამიტომ უამრავი სახლი თუ მიტოვებული ადგილი მისი კვლევის ობიექტი გამხდარა.

ამჯერად კსავიერი ერთ-ერთ გემს ესტუმრა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანმა დაურეკა და განუცხადა, რომ მასში მოჩვენებები ბინადრობენ და ეს საკუთარი თვალით აქვთ ნანახი.
კამერამ მართლაც დააფიქსირა მოჩვენება, აღწერის მიხედვით კი ის გემზე მოკლული ერთ-ერთი მგზავრის ვიზუალს ემთხვევა.
როგორც წამყვანი აცხადებს, ვიდრე კამერა მოკლული მამაკაცის მოჩვენებას დააფიქსირებდა, მანამდე მან ტანში შემცივნება იგრძნო და კანი დაეხორკლა.
გარდა ამისა, ერთ-ერთ კადრში ისმის ბავშვის ხმა, რომელიც მღერის. ეს ხმა თავად ჰანტერმა და ოპერატორმაც გაიგონა, თუმცა იმ დროს გემზე არა თუ ბავშვი, დიდი ადამიანიც ვერ იქნებოდა, რადგან ადგილზე მხოლოდ ეს ორი იმყოფებოდა.
კსავიერი აცხადებს, რომ თავისი კარიერის მანძილზე ეს ყველაზე მკაფიო კადრია, რომელშიც მოჩვენება სრული სიზუსტით ჩანს:
"სრული შოკი მაქვს და ბედნიერი ვარ, რომ მოჩენება კამერაში დავიჭირე. ეს ის კადრებია, რომლის ხელში ჩაგდებასაც პარანორმალური მოვლენების ნებისმიერი მკვლევარი ინატრებდა" - აცხადებს ჰანტერი.

კომენტარი