23 წლის მასწავლებელმა ქალიშვილობა საკუთარ 15 წლის მოსწავლესთან დაკარგა

ტექსასის შტატის მაცხოვრებელმა, 24 წლის მასწავლებელმა ჰანა სიბოიემ 2017 წელს სექსუალური კავშირი დაამყარა საკუთარ მოსწავლესთან, რომელიც იმ დროს 15 წლის იყო. გოგონას მტკიცებით, მას მოზარდი შეუყვარდა და ამიტომ გადაწყვიტა თავის ინტიმურ ცხოვრებაში პირველი მამაკაცი სწორედ ის გამხდარიყო.


თავდაპირველად მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ახლო ურთიერთობა მოკლეტექსტური შეტყობინებების მიმოწერით დაიწყო. შემდეგ ეს გადაიზარდა ინტიმური ხასიათის ვიდეო ზარებში, მოკლე პერიოდის შემდეგ კი სქესობრივი კონტაქტიც დაამყარეს.
მომხდარის შესახებ იმავე სკოლის სხვა მოსწავლისგან გახდა ცნობილი, რომელმაც წყვილი ბიჭის საძინებელ ოთახში შესვლისას დაინახა და პოლიციას აცნობა.
დაკითხვის დროს ჰანამ არ უარყო საკუთარ მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი და ისიც აღნიშნა, რომ მოზარდზე უზომოდ იყო შეყვარებული და ქალიშვილობა სწორედ მასთან დაკარგა.
უახლოეს მომავალში ჰანას მიმართ სასჯელს სასამართლო გადაწყვეტს. გოგონამ მოსამართლესთან უკვე განაცხადა, რომ მომხდარს ნანობს და აცნობიერებს საკუთარ დანაშაულს, თუმცა რამდენად რეალურია მისი სინანული და დაუჯერებს თუ არა მას სასამართლო, ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

კომენტარი