სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მე ორი საშვილოსნო აღმომაჩნდა, რის გამოც ერთდროულად ორჯერ დავორსულდი“

32 წლის ინგლისელი ჯენიფერ ეშტვუდი, რომელიც ორსულად იყო, სასიამოვნოდ გააოცა ულტრასონოგრაფიის პასუხმა, როდესაც ექიმმა უთხრა, რომ ტყუპებს ელოდებოდა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ კიდევ უფრო გასაოგნებელი რამ გაიგო - აღმოჩნდა, რომ ქალს ერთდროულად ორი საშვილოსნო ჰქონდა, რაც მედიცინაში ანომალიად ითვლება. თუმცა, კიდევ უფრო მოულოდნელი ის იყო, რომ ერთ-ერთი ნაყოფი სწორედ ამ ანომალიის შიგნით იყო მოთავსებული - ორი ბავშვი სხვადასხვა საშვილოსნოში იზრდებოდა, რაც სტატისტიკურად 500 მილიონ ქალში (რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს) შეიძლება ერთი მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ანომალია ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა ანომალიური საშვილოსნოდან თითქმის შეუძლებელია. რაც შეეხება ჯენიფერის ტყუპებს, მათ ამ მხრივ პრობლემები არ შექმნიათ.

„ორგანიზმში ორი საშვილოსნო თავისთავად ძალიან იშვიათია, თუმცა ორივეში განაყოფიერებული კვერცხუჯრედები კიდევ უფრო მეტი იშვიათობაა, მე კი სწორედ ორი საშვილოსნო აღმომაჩნდა და ამასთან, ერთდროულად დავორსულდი ორივე მათგანით. როგორც არ უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ საკუთარ ორგანიზმს კარგად იცნობს, დამიჯერეთ, ამის შესახებ ბევრი არაფერი იცის ჯერ კიდევ“ - განაცხადა ჯენიფერ ეშტვუდმა.

პატარები თავს კარგად გრძნობენ და სავსებით დამაკმაყოფილებელია მათი მდგომარეობა. მართალია, ისინი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ, თუმცა ჯენიფერი იმაზე ყოჩაღი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ექიმებს წარმოედგინათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100