ინსტაგრამის ლამაზმანი ვარკსვლავის გამომწერები შოკში ჩავარდნენ, როდესაც შემთხვევით გოგონას რეალური ვიზუალი ნახეს

ეს შესაძლოა ძალიან სახალისოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ისტორიის გმირს საერთოდ არ ეცინება - 20 წლის ელიზაბეთი დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა გამომწერებს ინსტაგრამზე. მათი მოხიბლვა კი თავისი ფოტოებით მოახერხა, რომლებშიც საოცარი სილამაზით გამოირჩეოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი, სრულიად შემთხვევით, ყველამ გაიგო, რომ გოგონას ფოტოშოპში მუშაობის საოცარი ნიჭი ჰქონია და თავისი უზადო სხეული სინამდვილეში ტყუილის ნაწილი იყო.

ყველაფერი კი ასე მოხდა - ერთსა და იმავე დღეს, წვეულებაზე ერთსა და იმავე კაბაში ორი სხვადასხვა ფოტო დაიდო. ერთი თავად ელიზაბეთმა ატვირთა ინსტაგრამზე, მეორეში კი მეგობარმა მონიშნა დაუკითხავად იგი. ელიზაბეთის გამომწერები შოკირებულნი არიან, უამრავმა მათგანმა გამოწერაც გააუქმა, რაც გოგონასთვის ნამდვილი ტრაგედია აღმოჩნდა.

კომენტარი